გამოჩენილი მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი დღეს 56 წლის გახდებოდა
- 10.08.2016, 15:49,
- კულტურა / სლაიდი
- 0
არაჩვეულებრივი მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი 56 წლის გახდებოდა.მაან 1981 დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და მოსკოვში, საქართველოს საელჩოში.
1984 წლამდე მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრში.
1988 წელს ბულგარეთში, გაბროვოში გამართულ საერთაშორისო ფესტივლზე მიღებული აქვს პრემია კომედიური როლისათვის.
უკანასკნელ წლებში მუშაობდა რუსეთში საქართველოს საელჩოს ატაშედ, კულტურის განხრით.
მამუკა კიკალეიშვილი აპირებდა საკუთარი სატელევიზიო შოუს, "მამუკასთან", შექმნას (იდეა ჯერ კიდევ ვლად ლისტიევის პერიოდში დაიბადა), გადაღებული იქნა რამდენიმე გადაცემა.
2000 წლის 26 აპრილს დაკარგა გონება ძილის მომგვრელი საშუალების ზედმეტი დოზის გამოყენებით. გარდაიცვალა 2000 წლის 3 მაისს, მოსკოვში. დასაფლავებულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно