საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერის საპასუხოდ "ქართულმა მარშმა" საპროტესტო აქცია გამართა, სადაც პოლიციელებმა აქციის მსვლელობისას ახალგაზრდები დააკავეს, რამდენიმე მათგანმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.
"ქართული მარშის" ლიდერების განცხადებით, საქართველოში დაუშვებელია ლგბტ პროპაგანდა, რომელის ფაქტიც ფეხბურთელ გურამ კაშიას მხრიდან მოხდა და მას სოლიდარობა გამოუცხადეს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ. ზუსტად ამ ფაქტს მოყვა პროტესტის ტალღა ქართულ საზოგადოებაში. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნას ფეხბურთის ფედერაციის წინ ლგბტ დროშა დაწვეს.