"ქართული მარშის" ლიდერები ჩეხეთის ელჩის მოადგილეს საქართველოში ირჟი პრესლიკს შეხვდნენ
- 06.09.2017, 13:27,
- საზოგადოება / სლაიდი
- 0
5 სექტემბერს ქართული მარშის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები გიორგი კორკოტაშვილი, სანდრო ბრეგაძე, კონსტანტინე მორგოშია, ლადო სადღობელაშვილი და ბექა ვარდოსანიძე შეხვდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილეს საქართველოში ბატონ ირჟი პრესლიკს. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც განიხილეს ქართული მარშის მიზნები და მოთხოვნები. მხარეებს შორის საუბარი შეეხო ქვეყნის დღევანდელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, აგრეთვე საემიგრაციო პოლიტიკას. მარშის წევრებმა დიპლომატს გააცნეს სამოქმედო გეგმები. ბატონმა ირჟი პრესლიკმა მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობაზე. შეხვედრამ ერთ საათს გასტანა.
"ქართულმა მარშმა დაიწყო უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრები.მინდა გითხრათ,რომ ლიბერასტების შავ პიარს თითქოსდა მარში რუსული პროექტია უცხოელი დიპლომატები ღიმილით ხვდებიან.სულ მალე მთელს მსოფლიოს გავაგებინებთ ვინ არის სამშობლოს მოღალატეები."ქართულმა მარშმა" მოქმედება დაიწყო" - აცხადებს "ქართული მარშის" ლიდერი
სანდრო ბრეგაძე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно