"ქართულმა მარშმა" 12 სექტემბერს სოროსის ორგანიზაციის "ფონდ ღია საზოგადოების" სათაო ოფისთან აქცია გამართა,მთავარი მოთხოვნით,რომ აიკრძალოს სოროსის ორგანიზაციები საქართველოში.
ასევე,საპროტესტო აქცია გაგრძელდა კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან."ქართული მარშის" წევრები ითხოვდნენ "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონპროექტს ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით.ცნობისთვის,კახა კალაძე "ქართული ოცნების" გენერალური მდივანია და სწორედ ამიტომ მის ოფისთან გაიმართა აქცია. "ქართული მარშის" ლიდერები ითხოვდნენ კახა კალაძესთან შეხვედრას, მაგრამ კალაძე შეხვედრაზე არ მივიდა. აქციის დროს პოლიციელები შეეცადნენ აქციის მონაწილეები ქუჩის საფეხმავლო ნაწილიდან ძალით გაეყვანათ,რასაც პოლიციელების და აქციის მონაწილეების დაპირისპირება მოყვა და ამ დროს "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს.