„ქართული მარში“ მოითხოვს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის
თავში სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილებები და დანამატები და ნარკორეალიზატორისთვის სასჯელი განისაზღვროს უვადო პატიმრობით, ნაცვლად დღეს არსებული სასჯელისა, რომელიც 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერებმა ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს.