ქართული მარშის ოფიციალური განცხადება და ანონსი

ქართული მარშის ოფიციალური განცხადება და ანონსი


"ქართული მარში" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

"12 სექტემბერს 18 საათიდან ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისთან (თამარ ჭოველიძის ქ. 8-10) „ქართული მარში“-ს ორგანიზებით გაიმართება საპროტესტო აქცია სოროსის ფონდის მიერ ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის გასაპროტესტებლად.

მოგახსენებთ, რომ ქართული მარშის ინიციატივით , საორგანიზაციო ჯგუფის წევრებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შედგა კომუნიკაცია რათა არ მომხდარიყო კონფრონტაცია ქართული მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის კანონთან დაკავშირებით. ხელისუფლების წევრებმა (აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორებმა) განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ არც კანონის უკან გამოწვევას და არც კანონში ცვლილებების შეტანას, რაც საფუძვლად უძღვის საპროტესტო აქციის დაანონსებას.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორები არიან ჯორჯ სოროსის ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ყოფილი კადრები ირაკლი კობახიძე (პარლამენტის თავმჯდომარე), არჩილ თალაკვაძე (თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის უფროსი), ვანო ზარდიაშვილი (ქართული ოცნების უმრავლესობის წევრი) - ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მაღალჩინოსანი) და სხვანი არიან სოროსის მიერ დონორირებული „საზოგადოება“,.

ზოგადად სოროსის ფონდის იდეოლოგებმა მიზანმიმართული შეტევა მიიტანეს ქვეყნის ეროვნულ-სარწმუნოებრივ და საზოგადოებრივ ღირებულებებზე, ეცადნენ სამოქალაქო საზოგადოების აზრის გაყოფას, ქაოსის შექმნას და ურთიერთ დაპირისპირების ინსპირირებას, რაც მიზნად ისახავდა ქვეყნის ეროვნული პოტენციალიდან გამოფიტვას ახალგაზრდა თაობის არატრადიციული ფსიქოლოგიით აღზრდას და ხანგრძლივ პერსპექტივაში მათგან განსხვავებული ფსიქიკის ადამიანის შექმნას.

არატრადიციული სოციუმის ხელოვნური შექმნით სცადეს გარკვეული თემის შექმნა, რითიც ცდილობდნენ საზოგადოებაში აღნიშნული ფენის „სტატუსის“ ლეგალიზებას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სოროსის მეთოდიკა ემსახურება ანტიეროვნული და დესტრუქციული ძალების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, გაურკვეველი წრეების და ჯგუფების დაფინანსებას."скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook