მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გთავაზობთ ინტერვიუს "
ქართული დასის" ლიდერთან,
ჯონდი ბაღათურიასთან.
- ბატონო ჯონდი, თქვენი აზრით არჩევნები გაყალბდა?- არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამას ადასტურებს უკლებლიბ ყველა პარტია. საქართველოში არც ერთი პარტია არ ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, შესაბამისად ერთმნიშვნელოვნად შეილება ითქვას, რომ მოხდა ფალსიფიკაცია. ჩვენ დავითვალეთ და გაირკვა, რომ მხოლოდ "ქართულ დასს" მოპარეს მინიმუმ 32 000 ხმა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გადაანაწილა თავისთვის და თავისი სატელიტი პარტიებისთვის.
- დღეს ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრების ფონზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შესვლით ერთგვარ შანტაჟს ეწევა და კონსტიტუციაში არის ამის წინააღმდეგ მექანიზმები, რომლის მიხედვითაც დეპუტატების უმრავლესობას ანუ 76-ს შეუძლია 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნოს და კენჭი არ უყაროს მათი პარლამენტიდან გასვლას. ეს ოპოზიციის მხრიდან შეფასდა, როგორც სიცრუე. თქვენ როგორ ფიქრობთ?- დავიწყოთ იმით, რომ როდესაც დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის ვერ ხერხდება უცხოელი დიპლომატების ჩარევის და კარნახის გარეშე, ეს არის ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი, და პირველ რიგში, ხელისუფლების დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი. რადგან, ხელისუფლება, რომელიც რვა წელია მართავს ქვეყანას, არც ერთხელ არ ქონია მცდელობა, რომ დიალოგი ეწარმოებინა ოპოზიციასთან საკუთარი ინიციატივით. ეს ერთი, და რაც შეეხება რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? აშკარაა, რომ ხელისუფლება ვერაფერს ვერ იზავს, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში. მაგრამ ბოიკოტს აზრი აქვს მხოლო და მხოლოდ მაშინ, თუ არავინ არ შევა. რაც იქნება შედეგის მომტანი და მივიღებთ იმას, რომ დაინიშნება ახალი არჩევნები, სავარაუდოდ გაზაფხულზე. რითაც ქვეყანას ეძლევა შანსი, რომ განვითარების ახალი შესაძლებლობები მიეცეს. სხვა შემთხვევაში, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა ოთხი წლით დაპაუზდება, ეს იქნება კიდევ ოთხი წლით სიტუაციის გადაგორება და სტაგნაცია.
რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ის იმიტომ ამბობს ამას, რომ მას აქვს იმედი, რომ ოპოზიციის ნაწილი შევა პარლამენტში, რაც გამორიცხული არ არის, ამიტომ არ იმჩნევს არსებულ სიტუაციას. ხოლო, როცა დადგება სხვა მოცემულობა, არ მგონია, რომ იგივე გაიმეოროს.
- ასევე, საინტერესოა ქალბატონი ირმა ინაშვილის განცხადება, რომელმაც "ქართულ ოცნებასაც" და ოპოზიციას შესთავაზა გაფორმდეს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც რიგ გარეშე არჩევნები გაიმართება გაზაფხულისთვის. ხოლო იქამდე, მეცხრე მოწვევის პარლამენტს გაუხანგრძლივდება მოქმედების ვადა გაზაფხულამდე.- არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რაციონალური გამოსავალი. ამას შესაძლოა მემორანდუმის გაფორმება არც დაჭირდეს, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, თუ არ შედგება ახალი პარლამენტი, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების გაგრძელება, ისევ ძველ პარლამენტმა უნდა განახორციელოს. თუმცა, შეიძლება ეს მემორანდუმითაც მოხდეს, რაც არავითარი პრობლემა არ არის. თუ ასე მოხდა,რაც მთავარია, ეს იქნება ყველაზე სწორი და ოპტიმალური გამოსავალი, იმ მოცემულობის მიხედვით, რაც დღეს არის. რადგან, ამ შემთხვევაში პარლამენტის ფუნქციონირებაც არ ფერხდება და ამავ დროულად, ახალი არჩევნები დაინიშნება, რასაც ითხოვს ოპოზიცია.
- რამდენიმე დღის წინ საქართველოში ვიზიტი ქონდა აშშ-ს სახ.მდივანს მაიკ პომპეოს, რომელიც შეხვდა მთავრობის წარმომადგენლებს, მაგრამ არ შეხვდა ოპოზიციას. საიდუმლო არ არის, რომ ვაშინგტონს სერიოზული გავლენები აქვს ქართველ პოლიტიკოსებზე და შესაძლოა ზუსტად ისინი კურირებენ მიმდინარე პროცესებს. როგორ ფიქრობთ, რომელი ამერიკული პოლიტიკური ძალები(რესპუბლიკელები თუ დემოკრატები) უჭერენ მხარს "ქართულ ოცნებას" და ასევე ოპოზიციას?- პომპეოს ვიზიტი არანაირად არ იყო დაკავშირებული ქვეყნის საშინაო საქმეებთან. ეხლა შეერთებული შტატები ცდილობს რეგიონში არსებული პოლიტიკური სურათის შეცვლას. იგულისხმება ის ვითარება, რომელიც ამიერ კავკასიაში შექმნა რუსეთისა და თურქეთის პარტნიორობამ, ასევე, მათთან ერთად ჩინეთის კვალიც ჩანს. ამიტომ, საქართველო ბოლო დასაყრდენია აშშ-სთვის და პომპეოს ვიზიტიც ამას უკავშირდებოდა და არა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის საქმეების გარჩევას. ჩვენი დაბალი კულტურის მაჩვენებელია ის, როცა ოპოზიციამ მოითხოვა თქვენ დაგველაპარაკეთ და თქვენ გაარჩიეთ ჩვენი საქმეებიო, რის შემდეგაც პომპეომ მიიღო გადაწყეტილება და თავისი მოადგილე შეახვედრა.
რაც შეეხება "რეპუბლიკელებს" და "დემოკრატებს", არსებულ ხელისუფლებასთან კინკლაობის განწყობა არ აქვთ. ორივე მხარს დაუჭერს "ქართულ ოცნებას" იმის გამო, რომ ამ პარტიამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათი გეგმების განსახორციელებლად, რომელიც მდგომარეობს პრაქტიკულად მთელ რეგიონში მათი დაკარგული გავლენების აღდგენაში. რადგან აშშ-მ რეგიონში დაკარგა მთელი ამიერ კავკასია, ასევე, "ნატო"-ში შემავალი და მათი ყოფილი მოკავშირე თურქეთი, რაც ალბათ ყველას კარგად ესმის, რასაც ნიშნავს. ამიტომ, ამერიკელებისთვის აფსოლუტურად სულერთია, რომელი მათი მარიონეტი მართავს ქვეყანას, "ქართული ოცნება" თუ "ნაცმოძრაობა", ორივე მათ მიერ იმართება და ორივე ერთმანეთს ეჯიბრება ბატონ-ყმური ერთგულების დამტკიცებაში პატრონის მიმართ. ამიტომ, მათთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ გვგონია, რომ რომელიმე ამერიკული პოლიტიკური ძალა, აქ რომელიმე ქართულ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს, რადგან ერთიც მაგათია და მეორე, ამიტომ, ამაზე ჩვენ არ უნდა ვინერვიულოთ, არამედ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალზე, რომელიც საკაოდ რთულ ვითარებაშია.
- რით დასრულდება "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის პოლიტიკური დაპირისპირება? მმართველი გუნდი მოახერხებს რომელიმე პარტიის შეყვანას პარლამენტში? არსებობს აზრი, რომ ოპოზიციაში განხეთქილებაა, რაზეც მეტყველებს ჯერ გრიგოლ ვაშაძის სკანდალური განცხადება და დღეს უკვე სალომე სამადაშვილის განცხადება, რომლებიც განსხვავდება ოპოზიციის ძირითადი პოზიციისგან. საინტერესოა თქვენი პროგნოზი.- რაც შეეხება სალომე სამადაშვილს, ის ვფიქრობ განაწყენებულია "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ეძებს თავის ადგილს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხოლო "ქართულ ოცნებამ" შესაძლოა მოახერხოს რამდენიმე პოლიტიკოსის ან პარტიის შეყვანა პარლამენტში, რაც რეალურია. ამიტომ ვთქვი მე, რომ ბოიკოტს აზრი აქვს, თუ არავინ არ შევა. ხოლო თუ ორი ან სამი სუბიექტი შევა პარლამენტში, მაშინ ბოიკოტი არაეფექტური იქნება. თავის მხრივ, "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ დატოვოს შთაბეჭდილება, თითქოს ბოლომდე იბრძოლებს, რადგან მათ ჯერ კიდევ აქვთ იმედი და რესურსი, არც თუ ისე უსაფუძვლო, რომ ოპოზიციის ნაწილი შევა პარლამენტში. ხოლო როცა დადგება მოცემულობა, რომ არავინ არ შევა, მაშინ ისინი ამ ტონალობას შეცვლიან. ხოლო თუ შევიდა ვინმე, გაგრძელდება ის სრული სტაგნაცია, რაც იყო ბოლო რვა წლის განმავლობაში და ლაპარაკი იმაზე, რაც იყო მანამდე 9 წლის განმავლობაში.
ესაუბრა
გიორგი ირემაძე, "საინფორმაციო სააგენტო პატრიოტის" მთავარი რედაქტორი
скачать dle 11.0фильмы бесплатно