გთავაზობთ ინტერვიუს
"საქართელოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერთან,
გოჩა თევდორაძესთან.
- ბატონო გოჩა, ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლები ინდივიდუალურად მართავენ შეხვედრებს აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებთან. იყო განცხადებები ოპოზიციის მხრიდან, რომ შესაძლოა მესამე რაუნდი არ გაიმართოს ანუ "ქართული ოცნებისა" ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ვერ მოხდება? ამ ეტაპზე რა ვითარებაა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით?- ამ ეტაპზე ველოდებით მესამე რაუნდს. შედგება თუ არ შედგება და საბოლოოდ რა იქნება, ეს ამ ჟამად ძნელი სათქმელია. ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. ოპოზიციის მხრიდან ერთ მნიშვნელოვნად არის ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ამ არჩევნებს ოპოზიცია არ ცნობს, "პატრიოტთა ალიანსი" არ აპირებს ამ არჩევნების შედეგებით მოწვეულ პარლამენტში მონაწილეობას. ერთადერთი, რაზეც შეილება მოლაპარაკება შედგეს, ეს არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და შეილება იმ თემებზე ვისაუბროთ, როდის იყოს ვადამდელი არჩევნები და როგორი საარჩევნო კანონმდებლობით იყოს. ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. სხვა საკითხები შესათანხმებელი არც არის. თუ ხელისუფლება რაღაც კუთხით ამ მიმართებით იქნება მზად, აზრი ექნება დიალოგს, და თუ არ იქნება მზად, არც შედგება ეს რაუნდი და რაც არის დეკლარირებული, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ამ პარლამენტში მუშაობის პროცესის მონაწილეები, ეს განხორციელდება.
- დღეს თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში აქციები გაიმართა, მათ შორის ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით. თუ "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებები ვერ ხერხდება, ოპოზიცია აქციებით გეგმავს, რომ გამოხატოს პროტესტი? რით დამთავრდება ეს?- აქციებზე ამ ჟამად საუბარი არ არის, მითუმეტეს ფართომაშტბიან აქციები არ იქნება. რაღაც აქციები შეიძლება იყოს, ადამიანების მცირე რაოდენობის მონაწილეობით ამ პროცესში ჩართული. ჩვენ გაცხადებული პოზიცია გვაქვს, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება, თუ პარლამენტს არ ექება სულ მცირე 100 დეპუტატის უფლება-მოსილების ცნობის, ე.ი. 100 ან მეტი წევრია საჭირო იმისათვის, რომ პარლამენტი ფუნქციონირებდეს. პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც იღებს კანონებს და ამაში საქართველოს მოსახლეობის გადასახადებიდან ეძლევა ხელფასი. ხოლო თუ პარლამენტი იქნება 100 წევრზე ნაკლები და იარსებებს ისეთი კანონები, რომელსაც ეს პარლამენტი ვერ ცვლის, ე.ი. ქმედითუნარიანი არ არის და ასეთი ორგანო არ უნდა არსებობდეს. ვიმეორებ, თუ სულ მცირე, ასი დეპუტატი არ იქნება პარლამენტში, მისი ლეგიტიმაციის პრობლემის საკითხი დგება.
- გუშინ "გირჩის" წარმომადგენლებმა ზურაბ ჯაფარიძემ და იაგო ხვიჩიამ განაცხადეს, რომ თუ ოცნებასთან იქნება შეთანხმდება სასამართლო რეფორმაზე, შესაძლოა "გირჩი" შევიდეს პარლამენტში. როგორ ფიქრობთ, თუ ოპოზიციიდან "გირჩთან" ერთად, სხვა რამდენიმე პარტია დათანხმდეს პარლამენტში შესვლაზე და სულ შეგროვდეს 100 დეპუტატი, ანუ რაოდენობა, რომელიც აუცილებელია კანონების მისაღებად, პარლამენტი სრულფასოვნად იმუშავებს?- ეხლა თუ "გირჩი" და სხვა პოლიტიკური ძალები დათანხმდებიან ამ გაყალბებულ არჩევნებს და თავიანთი პრინციპული პოზიცია შეცვალეს, თავისთავად ცხადია, რომ მაშინ პარლამენტი შედგება. ხოლო "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", როგორც დღემდე და დღესაც, იბრძოდა და იბრძვის დამოუკიდებლად, ხმის დასაცავად თუ ყოველგვარი სხვა პრობლემის წინააღმდეგ, ანალოგიურ ბრძოლაში ვიყავით და გავაგრძელებთ ისევ, და ვეცდებით, რომ ამ ხელისუფლებამ მალე დაასრულოს თავისი მმართველობა. იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების სათავეში ყოფნით და მმართველობაში მყოფნით, ქვეყანა ვერც ერთი მიმართულებით პოზიტივს ვერ შექმნის.
- პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიცია გეგავს ერთობლივ დეკლარაციას მოაწეროს ხელი, ახალი არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით. რომელსაც, მათი თქმით ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი. "პატრიოტთა ალიანსიც" შეუერთდება დეკლარაციას?
- ასეთი დეკლარაციები ჩვენ ადრეც ვნახეთ. მანამდეც იყო გამოხატული პოლიტიკური პოზიცია ხელმოწერის სახით ოპოზიციური სპექტრისგან, რომ არ აპირებდნენ გაყალბებული არჩევნებით პარლამენტში შესვლას. მაგრამ "პატრიოტთა ალიანსს" ხელი არ მოუწერია. ის, რომ ჩვენი მოთხოვნები და ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნები ერთი და იგივეა, ეს არის ხელისუფლების დამსახურება, ხელისუფლების არჩევანი და არა ჩვენი არჩევანი. ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, არ ვაპირებთ იქ მონაწილეობას. ერთ-ერთი გზა ამისა არის ის, რაზეც ოპოზიციური სპექტრი საუბრობს, რომელსაც ჩვენ ეს ყველაფერი შევთავაზეთ. ჩვენი პირველი ვარიანტი შეთავაზებისა იყო, რომ ყველა სიის წევრს დაეწერა განცდახება და ამ შემთხვევაში, ეს პარლამენტი საერთოდ ვერ შედგებოდა. ოპოზიციამ ეტყობა ვერ შეძლო ყველა პარტიას თავის წევრებთან ეს გაერკვია და შედარებით უფრო გრძელვადიანი, მაგრამ უფრო მარტივ მექანიზმზე საუბრობენ ეხლა. ჩვენ ეს "ბ" ვარიანტად გვქონდა შეთავაზებული ოპოზიციური სპექტრისთვის. ახალი ეს არ არის, ჩვენ არავისთან დეკლარაციებზე ხელმოწერებს არ ვაპირებთ, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ იმ პოზიციას გამოვხატავთ, რასაც ქვია პარლამენტში არ შესვლა.
- და ბოლო კითხვა, ფაქტია, რომ საქართველოში პანდემიის ფონზე ვითარდება ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. საზოგადოების დიდი ნაწილი, ბიზნესის და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები უკიდურესად უკმაყოფილონი არიან არსებული ვითარებით. ხელისუფლება სერიოზული პრობლემების წინაშეა. როგორ ფიქრობთ, გამოსავალი რაშია? - ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეკონომიკურ კრიზისში კარგა ხანია უკვე არის. კოვიდ-პანდემიასთან გამკლავება, რომ გაუჭირდა და ვერ გაუმკლავდა, ესეც უკვე ცნობილია. ამას დაემატა ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დამატებით შექმნა ხელისუფლებამ თავისი გამყალბებლობით, ამიტომ, ამ ყველა მიმართულებით კრიზისიდან გამსვლის ერთადერთი გზა არის ის, რომ ხელისუფლებამ გონივრულად იმოქმედოს, პოლიტიკური კრიზისი მაინც განმუხტოს, წამოვიდეს დათმობაზე, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, ერთად ვიმუშაოთ იმაზე, ამ ვადამდელი არჩევნებისათვის საკანონმდებლო ბაზა როგორი იყოს და პარალელურ რეჟიმში ერთად ვეცადოთ, დავძლიოთ ეს ეკონომიკური კრიზისი, ერთად ვებრძოლოთ პანდემიას, რომლის მართვაც მართლაც ვერ შეძლო ხელისუფლებამ. მაგრამ ამის წინა პირობაც იქნება, თავისთავად ცხადია ის, რომ ხელისუფლება გონიერება მოუხმობს და განწყობილი იქნება ამისათვის, ერთობლივი მუშაობისათვის. ხოლო განწყობა, რომ შექმნას, ამისათვის საჭიროა, რომ დათმობაზე მიდიოდეს, აღიაროს, რომ არჩევნები გააყალბა, რომ ქვეყანა კრიზისში შეიყვანა, რომ არ შეიძლება ამ უკანონობის დაკანონება და რომ საჭიროა ვადამდელი არჩევნები.
ესაუბრა
გიორგი ირემაძე, "საინფორმაციო სააგენტო პატრიოტის" მთავარი რედაქტორი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно