მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან დიმიტრი ლორთქიფანიძესთან.
- ბატონო დიმიტრი, ფაქტიურად ყველა პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, "ქართული ოცნება" და ოპოზიცია ვერ თანხმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი პარლამენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?- არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში, მე გამოვაქვეყნე მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი. პირველი პროგნოზი იყო, ხელისუფლების მცდელობა, ოპოზიციის სპექტრიდან ვინც გადალახა ბარიერი და ასე ვთქვათ, მოხვდა პარლამენტართა სიაში, მათგან გადმოებირებინა რამდენიმე, ან ერთი სუბიექტი მაინც და შეექმნა პრეცედენტი იმისა, რომ 2/3 სიის შემადგენლობისა, შევიდოდა პარლამეტში, ფორმალურად მაინც. ეს იყო პირველი სცენარი, რომელიც არ ასრულდა. მეორე სცენარის მიხედვით, ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე და საერთაშორისო ორგანიზაციების "ეუთო" - "ოდირის" დასკვნების საფუძველზე, ვთქვათ თეორიულად შეიძლებოდა ხელისუფლება დათანხმებულიყო განმეორებით არჩევნებს, რაც შედეგი უნდა გამხდარიყო ხელისუფლების მიერ აღიარებისა, რომ არჩევნები არსებითი დარღვევებით ჩატარდა და ფაქტიურად გაყალბდა. ამიტომ საჭირო იყო ახალი არჩევნები, რაც საარჩევნო კოდექსის მიხედვით, შედეგების გამოცხადებიდან ორი თვის ვადაში ჩატარების შესაძლებლობას ითვალისწინებს. და მესამე სცენარია ის, რისკენაც დღეისათვის მიდის მსჯელობა. ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რაც გახლავთ პოლიტიკური მოლაპარაკების შესაძლო შედეგი. ვინაიდან ძალიან აქტიურად მუსირებს საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი არ დასრულებულა, მათ შორის სერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური მისიები აქტიურად არიან ჩართულები ამ შეხვედრების მოდერირებაში, და საუბარია იმაზე, რომ რაღაცა გარკვეული ფორმით, გარკვეული პირობით ოპოზიცია შესაძლოა დათანხმდეს იმას, რომ არ გაანულოს სიები, თუ კი საუბარი შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს.
ეს არის ზუსტად ის მესამე ვარიანტი, რომელზეც მე ჯერ კიდევ სამი კვირის წინ ვწერდი და რომელიც გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური მოლაპარაკების საფუძველზე, 2021 წლის მაისში შესაძლოა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დაახლოებით ექვს თვეში, დღევანდელი დღიდან. რაც ასე ვთქვათ, იქნება ჩატარებული იმ პირობით, რასაც 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური რეგლამენტი მოითხოვს, და ეს არის ამ შემთხვევაში 5%-იანი ბარიერი. როგორ მოხდება ვთქვათ, ამ პროცენტებთან დაკავშირებული მოლაპარაკების რეალუზაცია, რამდენად შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ამ ექვსი თვის განმავლობასი შეცვალოს ის პირობები, რომლებიც 2024 წლიდან ჩვენ გველოდა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში. ეს არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროგნოზის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნება მთავარი მიზეზი ოპოზიციის პარლამენტში შესვლისა.
- რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში თქვენ დადეთ პოსტი, სადაც საუბრობთ რა შეთხვევაშია შესაძლებელი, რომ ახალად არჩეული პარლამენტი შეუდგეს მუშაოაბს. იქნებ დეტალურად განმარტოთ, რაც საინტერესოა იმ მხრივაც, რომ "ქართული ოცნება" ზუსტად ამას ცდილობს, რომ ახლად არჩეულ პარლამენტს ქონდეს ლეგიტიმაცია. ტექნიკურად რა არის ამისთვის საჭირო?- მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის შემადგენლობის სრული უმრავლესობა. ხოლო პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს, პარლამენტის წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, რის შემდეგაც უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. ანუ წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში შეიკრიბება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი ანუ 76 დეპუტატი, მაგრამ ეს პირობა არ არის საკმარისი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთვის. საქართელოს კონსტიტუციის მიხედვით, მას შემდეგ, რაც დეპუტატების ნახევარზე მეტი შეიკრიბება, უფლებამოსილია ცნოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის 2/3-ის ფაქტობრივი არსებობა, რის შემდეგაც პარლამენტი სრულფასოვან სტატუსს იძენს, რომლის პირობა არის ის, რომ საქართელოს პარლამენტის პირველ სხდომაზე 100 დეპუტატი უნდა იყოს. ხოლო ასი დეპუტატი, რომ იყოს საჭიროა "ქართული ოცნების" უკვე არსებულ 90 დეპუტატს დაემატოს ოპოზიციის 10 დეპუტატი. ზუსტად ამ ათი დეპუტატის გადმობირების საკითხი უნდა დამდგარიყო პოლიტიკურ დღის წესრიგში, მაგრამ ეს არ მოხდა. არ აღმოჩნდა ათი ისეთი დეპუტატი, ბარიერ გადალახული პარტიებიდან, რომელიც "გააპრავებდა" ამ პარლამენტს.
- საინტერესოა, თუ "ქართულმა ოცნება" გააყალბა არჩევნები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, და ის ხმები რომელიც ეროვნულ ძალებს ეკუთვნოდა, მაგალითად თქვენ, ჯონდი ბაღათურიას, "პატრიოტთა ალიანსს" და ა.შ., გადაუნაწილდათ ლიბერალურ პარტიებს: "გირჩს", "ლელოს", "ნაცმოძრაობას" და ა.შ. ხოლო მათ, თავის მხრივ არ "გაუპრავეს" "ქართულ ოცნებას"? თუმცა ჯერ არ არის დასრულებული გადაბირების სცენარი...
- კი, რა თქვა უნდა ჯერ არ არის დამთავრებული ის სცენარი, თუმცა შესაძლოა, ჰიბრიდი მივიღოთ პირველი და მესამე ვარიანტის, ანუ სავარაუდოდ შევლენ ოპოზიციონერები პარლამენტში, მაგრამ შესვლის მიზეზი იქნება პოლიტიკური მოლაპარაკება ვადამდელი არჩევნების გამართვის შესახებ, გარკვეულ ვადაში. აი ეს იქნება ალბათ მოლაპარაკების მთავარი საგანი, რომელსაც ეთანხმება საერთაშორისო მისიაც და რომელთან დაკავშირებითაც უკვე ისმის განცხადებები უშვალოდ ოპოზიციონერების მხრიდან. მაგალითად, ამას წინათ დავით უსუფაშვილმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით.
პირველი ვარიანტი, რომ 100 დეპუტატი შეიკრიბოს და დანარჩენები ჩაიხსნას, და სიები განულდეს, ნაკლებ სავარაუდოდ მეჩვენება მე, რადგან ასეთი ასი დეპუტატი არ მოიძებნა. შესაბამისად, იქნება, რომ ყველა შევა პარლამენტში, ოღონდ იმ პირობით, რომ ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაისის თვეში, რადგან ოქტომბერში ტარდება მუნიციპალური არჩევნები და ნონსენსია, რომ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს ერთ დღეს. მსგავსი რამ არასდროს არ ყოფილა და წარმოუდგენელი იქნება, მაგალითად, საარჩევნო კამპანიის ჩატარება ორი მიმარტულებით ერთდროულად.
- ასევე, ქალბატონმა ირმა ინაშვილმა შესთავაზა ოცნებასაც და ოპოზიციასაც, რომ არსებულ პარლამენტს გაუგრძელდეს ვადა გაზაფხულამდე და ვადამდელი არჩევნებიც საგაზაფხულოდ გაიმართოს.- კი ასეთი სცენარიც დასაშვებია, თუ კი საქართველოს კონსტიტუციის ის ჩანაწერი იქნება გამოყენებული, რომლის მიხედვითაც პარლამენტის სრულფასოვანი სტატუსის ცნობა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დეპუტატების უმრავლესობა ცნობს 2/3-ის არსებობის ფაქტს. თუ ასეთი ცნობა არ იქნა აღიარებული, ძველი პარლამენტი ინერციით ინარჩუნებს უფლებამოსილებას და იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური შეთანხმება იქნება, რომ მაისში ჩატარდეს არჩევნები, ამ შემთხვევაში მეცხრე მოწვევის პარლამენტს უგრძელდება უფლებამოსილება მაისამდე. ასეთი პრეცედენტი იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტში, რომელსაც უფლებამოსილება გაუგრძელდა ექვსი თვით, იმის გამო, რომ საარჩევნო თარიღი გადაიწია მაისიდან ოქტომბერში.
- არსებობს ვერსია, რომ ე.წ. "დასავლელ პარტნიორებს" აქვთ გავლენა ცესკო-ზე. მაგალითად, არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს დილის 6 საათზე აშშ-ს ელჩი შეხვდა თამარ ჟვანიას, რაც გარკვეული ეჭვების საფუძველი გახდა. რა აზრი აქვს არჩევნების გადადებას, თუ მაინც მოხდება გაყალბება და იგივე სიტუაცია იქნება? გამოსავალი რაშია?- საქმე რაშია იცით, რაც დამოუკიდებელი საქართველო არსებობს, ვგულისხმობ 1991 წლის 9 აპრილს, მას შემდეგ სამართლიანი არჩევნები საქართელოში არ ჩატარებულა. ბოლოს სამართლიანი არჩევნები ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის კონსტიტუციის ქვეშ ჩატარებული არჩევნები მოიოგო ეროვნულმა მოძრაობამ და საზოგადოების განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად განახორციელა ეს. მას შემდეგ, რაც კანონიერი ხელისუფლება დაემხო და ხელისუფლებაში მოვიდა ჯერ "მოქალაქეთა კავშირი", მერე "ნაციონალური მოძრაობა", და შემდეგ "ქართული ოცნება", არჩევნები ყალბდება ერთი და იმავე სქემით, სხვადასხვა "კარუსელების" გამოყენებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მოსყიდვით და ა.შ. ყველამ კარგად ვიცით, რომ საარჩევნო ხმებში სხვადასხვა ხელისუფლებები დღევანდელის ჩათვლით, იხდიან გარკვეულ თანხებს, და ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთი ხმის ღირებულება შეადგენს თანხის გარკვეულ რაოდენობას.
მიუხედავად ამისა, არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არჩევნების გაყალბების და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით, არ არის აღძრული. ეს იმას ნიშნავს, რომ ნადაშაული არ ხდება საარჩევნო სამართლის კუთხით? არ ხდება მონაცემების გაყალბება? მე მაგალითად, ამ არჩევნებზე ჩემი 1437 ხმა გადააწერეს ანა დოლიძეს და 48 საათის განმავლობაში ხმები იყო გადაწერილი. სანამ არ ჩავრთე ეუთო/ოდირი, მანამდე უბრალოდ პასუხი ვერ მივიღე, ვერც ცხელი ხაზიდან, რომელზეც ორჯერ დავრეკე, და ვერც ვერანაირი მცდელობიდან, რომ გამეკეთებინა ხმამაღალი განცხადება. იყო ასეთი ფაქტები, ამას ჩვენ ვერ ვუარყოფთ, რომ სამწუხაროდ შემაჯამებელი ოქმების გადასწორება, ასევე ოთხჯერ შესწორების შემთხვევაშიც ბალანსი ვერ ჯდება. ასევე, არის შემთხვევები, რომ მომატებულია ბიულეტენების რაოდენობა.
ამასთან, ბათილად ცნობილი ბიულეტინები აფსოლუტურად საიდუმლო რეჟიმშია. ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ბათილად ცნობილი ბიულეტინები გაახსნევინოთ და ანახოთ რა მიზეზით არის ბათილად ცნობილი ეს ბიულეტენები. ეს არის სისტემური პრობლემა, რაზეც ვსაუბრობ. ეს არ ახასიათებს მხოლოდ "ქართულ ოცნებას", ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის", "მოქალაქეთა კავშირის" დროიდან დაწყებული ის გაყალბების სქემა, რომელსაც ინერციით იყენებს ყველა ხელისუფლება, რადგან "ახალი ველოსიპედის" მოგონება მათ აღარ ჭირდებათ. და მართლაც უნდა დამთავრდეს ეს ვაკხანალია ქვეყანაში, მართლაც უნდა მივიღოთ პოლიტიკური ნება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთხელ მაინც ჩავატაროთ არჩევნები, რომელიც მიახლოებული იქნება იმ პრიციპთან - ერთი ხმა, ერთი ამომრჩეველი. მე მგონი საზოგადოებაში არ არსებობს ვინმე, ვინც ამ პრინციპს არ დაეთანხმება. ამისათვის კი შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიების გამოყენება.
- გეთანხმებით ბატონო დიმიტრი. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ვფიქრობ საზოგადეობის უმრავლესობის მოთხოვნაა, რომ ეროვნული ძალები გაერთიანდნენ და არჩევნების გზით დაამარცხონ ნეო-ლიბერალური ძალები, როგორიც არის "ნაცმოძრაობა", მევახშეთა პარტია "ლელო", მარგინალი "გირჩი" და ა.შ. რომლებიც ებრძვიან ქართულ ტრადიციებს, კულტურას და სახელმწიფოებრიობას. რა არის ამისათვის საჭირო, რომ პატრიოტული ძალები გაერთიანდეთ?- მე ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტი ეროვნული ძალების გაერთიანებას ალტერნატივა არ გააჩნია, ოღონდ, სიტყვა ჭეშმარიტი არ არის ისე უბრალოდ წარმოთქმული სიტყვა. ჩვენ ჭეშმარიტი ეროვნული ძალების არსებობა უნდა უზრუნველვყოთ მხოლოდ იმ პირობით, რასაც ქვია ერთგულება გარკვეული ღირებულებებისადმი და ეს ღირებულებათა სისტემა თეზისებად უნდა ჩამოყალიბდეს. და თუ კი ამ თეზისებში გამოხატულ დებულებებში ჯდება ამ პოლიტიკური ძალების არსებობა და ის პასუხობს ყველა ამ თეზისს, ამ შემთხვევაში შეიძლება ის მიჩნეულ იქნას მართლაც ჭეშმარიტ ეროვნულ ძალად. ეს ერთი, მეორე: უნდა გითხრათ, რომ ნეო-ლიბერალური ძალების უკან დგას "ლგბტ" ლობი, რომელსაც გააჩნია 4 ტრილიონი დოლარის ეკონომიკა. რა თქმა უნდა, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რომ დააფუძნონ ათი არასამთავრობო ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციებიდან გამომდინარე, მილიონობით ლარი გადმოქაჩონ არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც დაიხარჯება ამომრჩევლის მოსყიდვისთვის, ამომრჩევლის ლოიალობის ყიდვისთვის და სხვადასხვა პოლიტიკური პროზელიტიზმისთვის დამახასიათებელი მოქმედებების განსახორციელებლად. ეს ფაქტია, ამას ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით.
ამიტომ, იმ ძალების, რომლის უკანაც 4 ტრილიონი დოლარის ეკონომიკაა, მათ წინააღმდეგ ბრძოლას და ქართული ეროვნული სულისკვეთების გამოხატვას ბუნებრივია გაერთიანება ჭირდება. კონსოლიდაცია შესაძლებელია განხილულ იყოს, როგორც საპირწონე იმ მონსტრი ძალებისა, სადაც არიან მევახშეები, სადაც არიან მამათმავლები, სადაც არიან ნარკოლობისტები, მარიხუანის კულტივატორები და ყველაზე უფრო ბნელი ძალები, რომლებიც ებრძვიან საქართველოს სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას. სამწუხაროდ, დიდძალი ფულის არსებობის პირობებში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 75-80% გაღატაკებულია, მათთვის ადვილია მღვრიე წყალში თევზის ჭერა. დამერწმუნეთ, ეს ასეა და ასე იქნება, თუ არ მოხდა ეროვნული ძალების კონსოლიდაცია და ღირებულებათა სისტემის განსაზღვრა, რომელსაც გაემიჯნება ყველა დანარჩენი ძალა.
ესაუბრა
გიორგი ირემაძე, "საინფორმაციო სააგენტო პატრიოტის" მთავარი რედაქტორი
скачать dle 11.0фильмы бесплатно