მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის წინაპირობები არ არსებობს.
- 23.01.2026, 21:42,
- მსოფლიო / სლაიდი
- 0
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა
მარია ზახაროვამ მიმდინარე საკითხებზე გამართულ ბრიფინგზე ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა:
„
სამწუხაროდ, ამჟამად მოსკოვსა და თბილისს შორის პოლიტიკური დიალოგის წინაპირობები არ არსებობს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის მიუხედავად, სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი ხედავს, რომ საქართველოს კეთილდღეობის გასაღები არა რუსეთთან დაპირისპირებაში, არამედ მასთან დიალოგსა და თანამშრომლობაშია“. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობა აქტიურად ფართოვდება.
„
2025 წელს სავაჭრო ბრუნვა 6%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდ დოლარს მიაღწია... რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში გასულ წელს 11%-ით გაიზარდა და 1.5 მილიონს გადააჭარბა“, - განაცხადა ზახაროვამ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно