Coloring Pages Reddit Video Downloader
 

„დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ აშშ-ს ელჩმა და ჯორჯ სოროსის ემისრებმა კატეგორიულად მოითხოვეს პრეზიდენტისგან რომ არ დანიშნოს რეფერენდუმი“

„დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ აშშ-ს ელჩმა და ჯორჯ სოროსის ემისრებმა კატეგორიულად მოითხოვეს პრეზიდენტისგან რომ არ დანიშნოს რეფერენდუმი“

დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ აშშ-ს ელჩმა და ჯორჯ სოროსის ემისრებმა კატეგორიულად მოითხოვეს პრეზიდენტისგან რომ არ დანიშნოს რეფერენდუმი, - მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც უცხოელი დიპლომატები, ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.

„როგორც დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, აშშ-ს ელჩმა და ჯორჯ სოროსის ემისრებმა კატეგორიულად მოითხოვეს პრეზიდენტისგან რომ არ დანიშნოს რეფერენდუმი და დატოვოს შესაძლებლობა რომ მომავალმა პარლამენტმა გაითვალისწინოს ევროპის ქვეყნების კანონმდებლობა და დააკანონოს ერთი სქესის ადამიანთა ქორწინება. როგორც ჩემმა წყარომ შემატყობინა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ერთი სქესის პირთა ქორწინებას უცხოელმა დიპლომატმა და სოროსის წარმომადგენელმა ---სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა უწოდეს. ახლა ჯერი პრეზიდენტზეა---დღეს 5 საათზე ის შეასრულებს უცხო ქვეყნების სტრატეგიულ ამოცანას თუ აღასრულებს ქართველი ერის დაკვეთას. დღეს ბევრი რამ გადაწყდება და ბევრ ახალ პოლიტიკურ პროცესს დაედება საფუძველი. ან ქართველები ან გარყვნილები !!!!!!“ - წერს ბრეგაძე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно
ასევე გთავაზობთ:
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions