Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ძლიერი მიწისძვრა იტალიაში - „ნახევარი ქალაქი უკვე აღარ არსებობს, ადამიანები ნანგრევებში არიან მოქცეულნი“ (ვიდეო)

ძლიერი მიწისძვრა იტალიაში - „ნახევარი ქალაქი უკვე აღარ არსებობს, ადამიანები ნანგრევებში არიან მოქცეულნი“ (ვიდეო)


იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ოთხშაბათს დილით, ადგილობრივი დროით 03:36 (თბილისის დროით 05:36) ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დანგრეულია შენობების ნაწილი.





BBC-ის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პერუჯადან 76 კილომეტრში იყო.




გაზეთ La Repubblica-ს ცნობით, რომში შენობების ნაწილი 20 წამის განმავლობაში ირყეოდა.

მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის პროგნოზით, წინა მიწისძვრების მონაცემების გათვალისწინებით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს.


ძლიერი მიწისძვრა იტალიაში - „ნახევარი ქალაქი უკვე აღარ არსებობს, ადამიანები ნანგრევებში არიან მოქცეულნი“ (ვიდეო)

„ნიუიორკ თაიმსის“ ცნობით, მიწისძვრამ ზიანი რამდენიმე ქალაქში გამოიწვია, ამატრისში კი მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ქალაქის მერის, სერგიო პიროზის თქმით, „ნახევარი ქალაქი უკვე აღარ არსებობს“. მისი განცხადებით, ქალაქი მოწყვეტილია გარე სამყაროს, რადგან დაზიანებულია გზები და ხიდები. მან სატელევიზიო პირდაპირ ეთერში დახმარების მოწოდება გააკეთა. „ადამიანები ნანგრევებში არიან მოქცეულნი“, აღნიშნა მან და საგანგებო სამსახურებს გზების გაწმენდაში დახმარებისკენ მოუწოდა.




„სახლები უკვე აღარ არსებობს აქ“, თქვა მან და დასძინა, რომ ადამიანები დამარხული არიან ნანგრევებში.

ძლიერი მიწისძვრა იტალიაში - „ნახევარი ქალაქი უკვე აღარ არსებობს, ადამიანები ნანგრევებში არიან მოქცეულნი“ (ვიდეო)

პრემიერ მინისტრის ოფისის განცხადებით, მთავრობა კავშირზეა რეგიონული ხელისუფლების სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან.


თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას. მას რამდენიმე მძლავრი ბიძგიც მოჰყვა.




2009 წელს აქუილას რეგიონში მომხდარ 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, რომელიც ასევე იგრძნობოდა იტალიის დედაქალაქ რომში, 300 ადამიანი ემსხვერპლა.

ძლიერი მიწისძვრა იტალიაში - „ნახევარი ქალაქი უკვე აღარ არსებობს, ადამიანები ნანგრევებში არიან მოქცეულნი“ (ვიდეო)


წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions