რუსულმა ბომბდამშენებმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" საბრძოლო მასალების ექვსი საწყობი გაანადგურეს
- 14.08.2016, 16:14,
- მსოფლიო / სლაიდი
- 0
რუსულმა ავიაციამ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები დაბომბა. ტუ-22 ტიპის ბომბდამშენებმა შეტევა დეირ ალ ზურში განახორციელეს.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაიერიშების შედეგად ტერორისტების მართვის ორი პუნქტი, საბრძოლო მასალების 6 საწყობი, 4 საბრძოლო მანქანა, 7 ავტომობილი მსხვილკალიბრიანი შეიარაღებით და "ბოევიკების" დიდი რაოდენობა გაანადგურეს.
მისივე ინფორმაციით, დავალების შესრულების შემდეგ ყველა რუსული ბომბდამშენი ბაზაზე დაბრუნდა.
პარალელურად, მოსახლეობამ ისლამისტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ მანბიჯში დაბრუნება დაიწყო.
ქალაქზე კონტროლი სირიის ოპოზიციურმა ძალებმა, ამერიკის შეერთებული შტატების ავიაიერიშების დახმარებით, ორი დღის წინ აღადგინეს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно