მსოფლიოში მიმდინარე სერიოზული ცვლილებების პარალელურად,წელს მთელს რიგ ქვეყნებში ტარდება არჩევნები და რასაკვირველია საჭიროა ვიცოდეთ თუ ვინ იქნება ე.წ. ზესახელმწიფოების მომავალი მთავრობები - რუსეთში 18 სექტემბერს ტარდება საპარლამენტო არჩევნები,ხოლო ნოემბერში აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია,რომელთა შედეგებსაც ექსპერტების აზრით,პოლიტიკასა და ეკონომიკაში გლობალური ცვლილებები მოყვებაამ ეტაპზე რუსეთში უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს,რაც უკავშირდება სახელისუფლებო საკადრო ცვლილებებს - წელს რამდენიმე გუბერნატორი გადააყენეს და ზოგი მათგანი კორუფციის ბრალდებით დაიჭირეს,რაც მსგავსი რამ ადრე არ მომხდარა.ასევე მინისტრთა კაბინეტშიც სერიოზული ცვლილებებია.
აშკარაა,რომ რუსეთში სახელისუფლებო ელიტა იცვლება და ბევრი რუსი ექსპერტი ამას ლიბერალური მეხუთე კოლონის წმენდით პროცესს უწოდებს.ხოლო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნების სემდეგ საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტული ძალების მოსვლას ვარაუდობენ,რომელის ფორმირებასაც ახდენს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
დღეისათვის რუსეთის პარლამენტში მმართელი პარტია "ედინაია რასიაა",რომელშიც ბევრი ლიბერალია და ეროვნულ რეფორმებს ხელს უშლიან.სწორედ ამიტომ პუტინი,როგორც მმართველი პარტიის ლიდერი ახორციელებს "ედინაია რასიის" ახალი - პატრიოტული გუნდის ფორმირებას,რომელშიც დასავლეთის მიერ მართული დეპუტატები ვეღარ მოახერხებენ შესვლას.ამისათვის მოხდა სპეციალური ფილტრების შექმნა,რომ რუსეთის მომავალი პარლამენტის მმართველ პარტიაში იყვნენ მხოლოდ ეროვნული ძალები და გატარდეს ქვეყნისთვის საჭირო რეფორმები.
ე.წ. ფილტრები,რომლებიც გამორიცხავენ პარტიაში "უცხო" ძალების არსებობას,რამდენიმე კრიტერიუმისგან შედგება:
დეპუტატი ვერ გახდება ის პირი,რომელსაც საზღვარგარეთ აქვს ქონება ან ანგარიში,"ედინაია რასიას" აქვს მკაცრად განსაზღვრული პარტიული პოლიტიკა და დისციპლინა,ხოლო მასში გაწევრიანებულ დეპუტატებს აქვთ ვალდებულება,რომ მოცემული კანონის მიღებისას მხარს დაუჭერენ პარტიის საერთო გადაწყვეტილებას,ხოლო ვინც პარტიული პოზიციის წინააღმდეგ მიცემს ხმას,დეპუტატის მანდატს დაემშვიდობება და მის ადგილს პარტიის სხვა წევრი დაიკავებს.ეს ფილტრები რასაკვირველია შესაბამისი კანონით არის გამყარებული,რომელიც მოქმედმა პარლამენტმა უკვე მიიღო.
დღეისათვის კი ყველა რეიტინგით რუსეთში "ედინაია რასია" ლიდერობს და ეჭვი არავის ეპარება,რომ ეს პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით შევა პარლამენტში.
რა ცვლილებები მოყვება რუსეთში 18 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებს,რომელის შედეგადაც ვლადიმერ პუტინის მიერ ფორმირებული "ედინაია რასია" გაიმარჯვებს?პირველ რიგში მმართველი გუნდი მიიღებს კანონებს,რომლის მიხედვითაც ვლადიმერ პუტინს მიენიჭება ყველა საჭირო უფლება,რის მეშვეობითაც ის მარტივად განახორციელებს სახელმწიფოსთვის ყველა საჭირო ცვლილებას - მიიღებს იმ აუცილებელ ძალაუფლებას,რომელიც დღეს არ გააჩნია და რის შემდეგაც,მაგალითად "ცენტრალურ ბანკს" სამართავად დაუბრუნებს სახელმწიფოს,რაც დღეს ასე არ არის ანუ ქვეყნის "საფულეს" არა სახელმწიფო,არამედ ფაქტიურად "მსოფლიო სავალუტო ბანკი" ანუ დასავლეთი აკონტროლებს.
მომავალი პარლამენტი მიიღებს კანონს,რომლის მიხედვითაც გაუქმდება ე.წ. "ოფშორი" და გაუგებარი წარმომავლობის კომპანიები აიკრძალება რუსეთის ტერიტორიაზე.ხოლო რუსეთში დარეგისტრირებულ კომპანიებს უპირატესობა ექნებათ.გაუქმდება ისეთი არაადამიანური კანონი,როგორიც არის იუვენალური იუსტიცია.გაუქმდება კანონი,რომლის მიხედვითაც საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმები პრიორიტეტულია რუსეთის კანონმდებლობასთან მიმართებაში ანუ კოლონიალური კანონები.
მომავალი პარლამენტი მიიღებს კანონს,რომელიც სამართლებრივად დაარეგულირებს ანუ გადაიხედება ე.წ. "პერესტროიკის" დროს პრივატიზაციის შედეგად მიღებული სახელმწიფოს ზარალი და ოლიგარქებს(და არამარტო) ჩამოერთმევათ უკანონოდ მითვისებული ქონება.
რუბლი გამოცხადება სახელმწიფოს პრიორიტეტულ ვალუტად ანუ დოლარი აღარ იქნება სარეზერვო ვალუტა და მას შეცვლის რუბლი.ამ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს მოყვება შესაბამისი რეფორმები,რომლის მიხედვითაც დაიბეჭდება რუბლის ის რაოდენობა,რაც საკმარისი იქნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.დაიწევს საპროცენტო განაკვეთი ანუ რუს მოქალაქეებს თანხის გამოტანა დაბალი,ევროპული სტანდარტების პროცენტით შეეძლებათ(1% ან 0%),რაც მცირე და საშვალო ბიზნესს უმოკლეს ვადაში ააღორძინებს.
ამის შემდეგ რუბლი გახდება რეგიონალური ვალუტა და სხვა ქვეყნებს შეეძლებათ კრედიტის აღება რუბლში,როგორც ეს აქამდე ხდებოდა დოლარში.რუსეთს აქვს ამის საშვალება,რადგან ცნობისთვის, რუსეთში კონცენტრირებულია მსოფლიო რესურსების მესამედი,რაც რუსული ეროვნული ვალუტის სიმყარის გარანტი იქნება.ზემოთ მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა რუსეთში მოღვაწე პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტების ანალიზს:
სერგეი გლაზევი - რუსი ეკონომისტი,პოლიტიკოსი,რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი რეგიონალური ეკონომიკის ინტეგრაციის საკითხებში,ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი.
ევგენი ფიოდოროვი - რუსი პოლიტიკოსი,ცენტრალური პოლიტსაბჭოს წევრი - "ედინაია რასიის" დეპუტატი,რუსეთის სახელმწიფო მრჩეველი,ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი,"ეროვნულ გამათავიზუფლებელი მოძრაობის" ლიდერი.
მიხეილ ხაზინი - ეკონომისტი,სტატისტიკოსი,პუბლიცისტი,პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკი,საერთაშორისო "ევრაზიული მოძრაობის" უმაღლესი საბჭოს წევრი.
ვალენტინ კატასონოვი - რუსი მეცნიერი-ეკონომისტი,ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი,"მოსკოვის საერთაშორისო ურთიერტობების ინსტიტუტის" საერთაშორისო ფინანსების კათედრის პროფესორი.
სტატიის ავტორი: ეკონომისტი გიორგი ირემაძე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно