Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ჩინეთში გამართული G20 სამიტი დასრულდა (ვიდეო)

ჩინეთში გამართული G20 სამიტი დასრულდა (ვიდეო)


დასრულდა G20 საერთაშორისო სამიტი,რომელიც ყოველ წლიურად იმართება და მასში მსოფლიოს ოცი ლიდერი ქვეყანა მონაწილეობს.

ჩინეთში,ქალაქ ხანჩჟოუში გამართულ სამიტზე საინტერესო შეხვედრები გაიმართა და რამდენიმე ინციდენტიც მოხდა,თუმცა საერთო ჯამში სამიტი მასში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა დადებითად შეაფასეს.




ინციდენტს რაც შეეხება,სამიტის დაწყებისას აშშ-ს პრეზიდენტის თვითმფრინავს ხანჩჟოუს აეროპორტში დაშვებისას ტრაპი და წითელი ხალიჩა არ დაახვედრეს.მიზაზად განუცხადეს,რომ ტრაპის დროული მომზადება ვერ მოხერხდა,რის გამოც ბარაქ ობამა თვითმფრინავიდან დამხმარე კიბით ჩამოვიდა.

აღსანიშნავია,რომ ჩინეთში ვიზიტისას აშშ-ს დელეგაციისთვის მსგავსი ინციდენტი პირველი არ არის,რასაც ორი ქვეყნას შორის ბოლო დროს პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირებენ.

ხოლო ვლადიმერ პუტინი ჩინეთში განსაკუთრებული პატივით მიიღეს,რაც მასპინძელმა პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ღიად დააფიქსირა შეხვედრებისას.ეს კი ბუნებრივია იმ ფონზე,რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა,რასაც ვერ ვიტყვით ამავე ქვეყნებსა და აშშ-ს შორის დამოკიდებულებას,რადგან ბოლო დროს რუსეთისა და ჩინეთის პოზიცია ამერიკასთან მიმართებაში სულ უფრო იძაბება და შესაძლოა პოლიტიკურ კრიზისშიც გადაიზარდოს.

ჩინეთში გამართული G20 სამიტი დასრულდა (ვიდეო)


თუმცა ბარაქ ობამას ინიციატივით სამიტის ფარგლებში მისი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაც შედგა,მაგრამ აშშ სანქციების მოხსნას ჯერჯერობით არ აპირებს,მიუხედავად იმისა,რომ ევროპის ლიდერები უკვე ღიად აფიქსირებენ პოზიციას ანტირუსული სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით.ხოლო დიალოგი გრძელდება და როგორც ყოველთვის - ვისაც ძალა ეყოფა პოლიტიკურ ასპარეზზე ის გაიმარჯვებს და ლიდერიც ის იქნება.ამ ეტაპზე კი აშკარაა,რომ ჩინეთი და რუსეთი აშშ-ს ჰეგემონიის წინააღმდეგ საერთო ძალებით იბრძოლებენ.ასე,რომ ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში სულ უფრო მატულობს იმის განწყობა,რომ ამერიკა დასუსტდა და პოზიციებს კარგავს.

ჩინეთში გამართული G20 სამიტი დასრულდა (ვიდეო)
скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions