ჟენევაში სირიის საკითხზე მრავალსაათიანი მოლაპარაკებები დასრულდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლებაზე გამართული შეხვედრის შედეგი წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკელ და რუს სამხედროებს შორის კონტრაქტების აქტივიზაციის საკითხი, ტერორისტულ ორგანიზაციებში შემავალი დაჯგუფებებისა და დამოუკიდებელი ქურთების ინიციატივა განიხილეს.