ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერიკა მოგერინს სერბი პარლამენტარები პლაკატებით შეხვდნენ, ამ ფორმით მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთს.
სერბი პარლამენტარები საკმაოდ ცივად შეხვდნენ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, რომელიც ბალკანეთის ქვეყნებში საქმიანი მისიით ატარებს ტურნეს. ფედერიკა მოგერინი ტურნეს შედეგების ანგარიშს ევროკავშირის თავჯდომარეს 6 მარტს წარუდგენს. მაშინ, როდესაც მოგერინი სიტყვით გამოდიოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში და საუბრობდა იმაზე, რომ სწორედ სერბეთმა უნდა დაიკავოს დიდი ბრიტანეთის ადგილი ევროკავშირში, ამ დროს სერბმა პარლამენტარებმა ფეხზე მდგომებმა, პლაკატებით ხელში, მდუმარედ მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთს და გააპროტესტეს მოგერინის სიტყვები შემდეგი შინაარსის ლოზუნგებით: „სერბეთს არ სჯერა ბრიუსელის“; „სერბეთი! რუსეთი! ჩვენ არ გვჭირდება ევროკავშირი!“.
გარდა ამისა მოგერინის პარლამენტში გამოსვლამდე ის შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს ტომისლავ ნიკოლიჩს, მაგრამ ვარაუდობენ რომ ეს შეხვედრაც არ იყო მისთვის სასიამოვნო, ვინაიდან შეხვედრის შემდგომ არცეთ მხარეს პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.