Coloring Pages Reddit Video Downloader
 

Deutsche Welle: ევროპულ ქვეყნებში ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური განწყობები ძლიერდება

Deutsche Welle: ევროპულ ქვეყნებში ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური განწყობები ძლიერდება

Deutsche Welle-ს მიმომხილველმა ბერნდტ რიგერტმა, ევროკავშირის ცენტრიდანული ტენდენციების შესახებ, საექსპერტო მასალა გამოაქვეყნა, რომლიდანაც ცხადი ხდება რომ ევროკავშირის ერთიანობის პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია.



უპირველეს ყოვლისა, სულ ახლახანს, პოლონეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და ფინეთში არჩევნებზე ევროსკეპტიკოსებმა გაიმარჯვეს, რითაც მნიშვნელოვნად გაზარდეს ევროკავშირის პოლიტიკის მოწინააღმდეგეების რიგები ევროპაში.

ამასთან ერთად, უახლოეს დროს, ევროკავშირის ინტეგრაციული პრობლემების მნიშვნელოვანი გამწვავებაცაა მოსალოდნელი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უკმაყოფილება დღითი-დღე იზრდება- თუ გავაანალიზებთ ევროპის რუქას, დავინახავთ, რომ ევროკავშირის ლიდერი, გერმანია, ფაქტიურად, ევროკავშირის პოლიტიკით უკმაყოფილო სახელმწიფოების გარემოცვაში იმყოფება.

თუ აქამდე, ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მხოლოდ ევროპულ მემარჯვენეებს ჰქონდათ, დღეს უკვე ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გააქტიურდა, ბრიუსელის პოლიტიკით უკმაყოფილოთა, მემარცხენე ფლანგიც.

საბრძნეთში ხელისუფლებაში მოვიდნენ ულტრამემარცხენე პოლიტიკოსები, თანაც რაც ეხება ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებას, ამ მხრივ, საბერძნეთის მემარჯვენე ძალები მემარცხენეებს მთლიანად მხარს უჭერენ. ქვეყანა კი დეფოლტის პირასაა და თუ ეს მოხდა, საბერძნეთი, როგორც მინიმუმ, ევროზონას დატოვებს.

ევროპულ ქვეყნებში ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური განწყობები ძლიერდება. როგორც „დოიჩე ველე“ იტყობინება, ასეთია ამერიკული სოციოლოგიური ინსტიტუტის, Pew Research Center-ის გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში ევროკავშირის მიმართ დადებითად რესპონდენტთა 50% არის განწყობილი, რაც შარშანდელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.

საფრანგეთში ევროკავშირს ნდობას რესპონდენტთა 38% უცხადებს, რაც გასულ წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

ყველაზე უარყოფითად ევროკავშირის მიმართ საბერძნეთია (27%) განწყობილი. დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 48%-ს აქვს.

ნდობის ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება ევროკავშირის ახალ წევრებში, მაგალითად პოლონეთში (72%) და უნგრეთში (61%).

ევროპელებში ყველაზე მეტ უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირის ქმედებები მიგრაციული და ეკონომიკური კრიზისის მოგვარების საკითხში. ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკას არ ეთანხმება გამოკითხული ესპანელების 65%, ფრანგების 66%, იტალიელების 68% და ბერძნების 92%.

მიგრაციული კრიზისის მოგვარებით კი, გერმანელების 67%, იტალიელების 77%, შვედების 88% და ბერძნების 94% -ია უკმაყოფილო.

წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions