Coloring Pages Reddit Video Downloader
 

საქართველოში რუსეთის პარლმენტარების დელეგაცია ჩამოვა

საქართველოში რუსეთის პარლმენტარების დელეგაცია ჩამოვა


დსთ-ს საკითხებში რუსეთის სათათბირო დუმის კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი ამბობს, რომ რუსი დეპუტატებისაგან დაკომპლექტებული დელეგაცია საქართველოში ჩავა. იზვესტიის ინფორმაციით, რუსი დეპუტატები ქართველმა კოლეგებმა მიიწვიეს პატრიოტთა ალიანსიდან, რომლებიც მოსკოვში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ.

“ჩვენ აუცილებლად ჩავალთ თბილისში. რუსი პარლამენტარები მინიმუმ 10 წელია საქართველოში არ ყოფილან. ასეთი კონტაქტები აუცილებელია საკითხების მთელი სპექტრის გადასაწყვეტად. შეხვედრებზე განვიხილავთ დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ეკონომიკას, შევეცდებით გადავწყვიტოთ სავიზო ხასიათის საკითხები”, – ამბობს კალაშნიკოვი.

იზვესტია ასევე აქვეყნებს პატრიოტთა ალიანსის წევრის, გიორგი ლომიას კომენტარს, რომელიც დიალოგის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

სტატიაში ასევე მოყვანილია “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, ასევე დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსის აქტივობა ამ მიმართულებით დროში საარჩევნო კამპანიას ემთხვევა, თუმცა ჭიჭინაძეს დიალოგის ზემოხსენებულ ფორმატთან, სტატიის თანახმად, შენიშვნა არ აქვს.

“დიალოგი სიჩუმეზე ყოველთვის უკეთესია. ნებისმიერ დონეზე უნდა არსებობდეს საუბრის შესაძლებლობა იმისათვის, რომ რაიმე გადაწყვეტილებასა და შედეგამდე მივიდეთ. საუბრისა და მოლაპარაკების შედეგად შეთანხმების გარდა, სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ”, – ამბობს ჭიჭინაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძემ პატრიოტთა ალიანსის ვიზიტის კომენტირებისას თავის დროზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი და საპარლამენტო უმრავლესობა თავიდან ბოლომდე ემიჯნება „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს. მისი თქმით, ეს არის პარტიული ვიზიტი, რომელსაც პარლამენტთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნება.

„ეს არის პარტიული ვიზიტი. ბუნებრივია, ამ ვიზიტს ვერანაირი კავშირი ვერ ექნება პარლამენტთან და ეს ვიზიტი არის წინააღმდეგობაში მმართველი გუნდის მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაცხადებულ ხაზთან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ, თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით ამ ვიზიტს. ეს არის პარტიული ვიზიტი. ნებისმიერ პარტიას შეუძლია თვითონ დაგეგმოს თავისი ვიზიტები. პარლამენტთან ამას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ბუნებრივია, ჩვენ ასეთ ვიზიტებს ვემიჯნებით,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


წყარო: http://netgazeti.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions