რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა ტუ-154-მა აშშ-ს მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების-კაპიტოლიუმის, პენტაგონისა და თეთრი სახლის, ასევე ვაშინგტონის საიდუმლო სამთავრობო ბუნკერის თავზე გადაიფრინა. ამის შესახებ სი-ენ-ენ-ი იუწყება.
''ფრენა ღია ცის ქვეშ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის, რუსეთის და სხვა ქვეყნების სამხედრო ავიაციას შეუძლია მოაწყოს სადაზვერვო ფრენები შეთანხმების მონაწილე 34 ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დაკვირვებისთვის" -აღნიშნავს ტელეარხი.
რუსულ თვითმფრინავს დაახლოებით 1130 მეტრის სიმაღლეზე თეთრი სახლის ირგვლივ არსებულ "უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზონაში" შესვლის უფლება მიეცა . ტუ-154-ის ბორტზე პენტაგონის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.