რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვიდეოკონფერენცია გამართა, სადაც მონაწილეობა მიიღო პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომლმაც სიტყვით გამოსვლის შემდეგ რამდენიმე კითხვა დაუსვა რუს დიპლომატს.
"დღეს შვეიცარიის საელჩოში მოქმედებს რუსეთის ინტერესების სექცია და მოსკოვში ქართული ინტერესების სექცია, ელჩები არ გვყავს. მუშაობენ სექციის ხელმძღვანელები. ეს იძლევა კავშირების შენარჩუნების საშუალებას. თუმცა, ეს რომ სრულყოფილი საელჩო ყოფილიყო, მაშინ ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული საკითხების გადაწყვეტა უფრო ოპერატიულად და ეფექტურად იქნებოდა შესაძლებელი."- განაცხადა სერგეი ლავროვმა, მისი თქმით, რუსეთი მზად არის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის.