Coloring Pages Reddit Video Downloader
 

სამხედრო დანაშაული НАТО-ს ეგიდით - მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი ავღანეთში

სამხედრო დანაშაული НАТО-ს ეგიდით - მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი ავღანეთში


ალბათ ბევრისთვის ცნობილია იმ სამხედრო დანაშაულების შესახებ, რასაც NATO-ს ჯარები ახორციელებდნენ, მაგალითად იუგოსლავიის ტერიტორიაზე, როდესაც იბომბებოდა ქალაქები, მართლმადიდებლური ტაძრები და ამას მშვიდობიან მოსახლეობას შორის უამრავი მსხვერპლი მოყვა. თუმცა, ამ ფაქტზე დემოკრატიის სახელით არავინ არ გასამართლებულა. დასავლეთში არცერთი პოლიტიკოსი არ აღშფოთებულა და პროტესტი არ გამოუთქვავს. ხოლო უკანონო ქმედებები და სამხედრო დანაშაული NATO-ში შემავალი სამხედრო კონტინგენტების მხრიდან კვლავ გრძელდება. იგულისხმება ავსტრალიის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორის თანაშემწის პოლ ბრერეტონის ოთხწლიანი გამოძიება.

გენერალ-მაიორმა პოლ ბრერეტონმა კონკრეტული ფაქტებით დაამტკიცა, რომ ავსტრალიელმა სამხედროებმა, რომლებიც ნატო-ს ეგიდით მონაწილეობდნენ ავღანეთის მისიაში, არაერთხელ დაარღვიეს კანონი და უფრო მეტიც, ისინი მხილებულნი არიან სამხედრო დანაშაულში. კერძოდ, ბრერეტონის თქმით, ელიტური საჰაერო ქვედანაყოფის SASR-ის სამხედროები სასტიკად ეპყრობოდნენ და ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. გამოძიების ყველაზე საზარელი ფაქტი ის არის, რომ ავსტრალიელი სპეცრაზმელების მონაწილეობით მომხრად 23 ინციდენტის დროს, 39 მშვიდობიანი ავღანელი მოკლეს. (იხ.ბმული)

სამხედრო დანაშაული НАТО-ს ეგიდით - მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი ავღანეთში


დიახ, მსგავსი დანაშაულები მოხდა ავღანეთში, იქ სადაც იგივე NATO-ს ეგიდით, ავსტრალიელების მსგავსად, ასევე საქართველოდან იმყოფებიან სამხედრო ქვედანაყოფები. ამიტომ, ამ სკანდალური გამოძიების ფაქტები აუცილებლად უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ კარგად გავიაზროთ რა ვითარებაში იმყოფებიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში.

გადავიდეთ კონკრეტულ ფაქტებზე. პოლ ბრერეტონის კომისიის დასკვნების მიხედვით, სპეცრაზმელებმა დახვრიტეს უიარაღო ავღანელები - ისინი, ვინც ვერ გაუწევდნენ წინააღმდეგობას. ამავე დროს, ლიკვიდაციამდე მათ ამცირებდნენ. SASR- ის ერთ-ერთი მსხვერპლი ურუზგანის პროვინციის ახალგაზრდა მკვიდრი მირზა ხანი გახდა. ის გამოძიებისა და სასამართლო პროცესის გარეშე მოკლეს, ქორწინებამდე ოთხი დღით ადრე, მისი ნათესავების თვალწინ.

სამხედრო დანაშაული НАТО-ს ეგიდით - მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი ავღანეთში


სამხედრო გამოძიებამ მკვლელობის ბრალდება წაუყენა ავსტრალიის სამხერო ქვედანაყოფის SASR-ის 32 მებრძოლს, რომლებიც ავღანეთიდან დაბრუნდნენ. ისინი ეჭვმიტანილები არიან 2009 და 2016 წლებში 39 მშვიდობიანი მოქალაქის დახვრეტაში. გამომძიებლების ინფორმაციით, 25 სპეცრაზმელი უშუალოდ მონაწილეობდა მკვლელობაში. დანარჩენები საქმეში მონაწილეობენ, როგორც თანამონაწილეები და მოწმეები, რომლებმაც დანაშაული დროულად არ განაცხადეს. მათ ჩვენების მიცემა ორი კვირის განმავლობაში მოუწევთ. გენერალი ბრერეტონი, რომელიც 2016 წლიდან იძიებს ომის დანაშაულებებს, ემყარება 400-ზე მეტი ადამიანის ჩვენებას. მათი სიტყვები დასტურდება 20 ათასი დოკუმენტითა და 25 ათასი ფოტოთი, რომლებიც სპეციალისტებმა შეისწავლეს. თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის მომზადებულ დოკუმენტებში ბევრი ფაქტები არ დევს - "უსაფრთხოების და კონფიდენციალურობისა გამო".

გენერალი ბრეტონის დოკუმენტებში არის ისეთი მასალებიც, სადაც იკვეთება გაურკვეველი რიტუალები, რომლებსაც იყენებდნენ ავსტრალიელი სამხედროები, იმისათვის, რომ შური ეძიათ თავისი თანამებრძოლების დახოცვის გამო. 2011-2012 წლებში ავსტრალიის კონტინგენტმა უდიდესი დანაკარგები განიცადა ავღანეთში - 18 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, შურისძიების გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას შეიძლება სხვა მოტივები ჰქონოდა. ამრიგად, ბრერეტონის თქმით, სპეცდანიშნულების ძალებს აქვთ სპეციალური „სამხედრო ტრადიცია“, რომელის მიხედვითაც ავღანეთში საბრძოლო ზონაში ჩასულ ჯარისკაცს ეძლევა მითითება, გაიარონ „სამხედრო ნათლობის“ რიტუალი და „პირველი სისხლი დაღვარონ“, რისთვისაც აუცილებელი არ არის საბრძოლო მოქმედებებს დაელოდოს (იხ.ბმული)

საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ ქართული ჯარის ყოფნა ავღანეთში გამართლებულია იმით, რომ ტერორიზმს ვებრძვით, რომელიც უმჯობესია შევაკაოთ საქართველოს საზღვრებიდან მოშორებით, რომ ბოევიკების დაჯგუფებები, თუნდაც, მაგალითად "ისის"-ის მსგავსად არ გაძლიერდნენ და საფრთხე არ შეიქმნას ქვეყნის საზღვრებთან ახლოს. ეს ლოგიკური არგუმენტია, მაგრამ თუ გადავხედავთ იმ სიტუაციას, რომ ვისთანაც ერთად ქართული მხარე მონაწილეობს ავღანეთის მისიაში, ანუ თუნდაც ზემოთ მოყვანილ ფაქტებსა და გენერალი ბრერეტონის გამოძიებას გადავხედავთ, ცხადია, რომ ნატოს-ს ეგიდით ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა ნებისმიერ მისიაში, არც ისე უსაფრთხო და შესაძლოა უკანონოც იყოს, რადგან იქ ბევრი სამხედრო დანაშაული ხდება.

ცნობისთვის, ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2004 წლიდან მონაწილეობენ, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) ფარგლებში. ცალკე საკითხავია, რამდენად მიზანშეწონილია ჩვენი ჯარის იქ ყოფნა, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში მისიის დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა (იხ.ბმული)

სამხედრო დანაშაული НАТО-ს ეგიდით - მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი ავღანეთში

P.S. ამიტომ, საქართველოს მთავრობამ საკუთარი ჯარის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კარგად უნდა დაფიქრდეს, სად უშვებს ჩვენი ქვეყნის სამხედროებს. დროა ქართველმა პოლიტიკოსებმა დამოუკიდებლად იმოქმედონ და არა ვაშინგტონის დავალებით.


სტატიის ავტორი გიორგი ირემაძე, "საინფორმაციო სააგენტო პატრიოტის" მთავარი რედაქტორიскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions