Coloring Pages Reddit Video Downloader
 

რას მოუტანს საქართველოს ჩრ.ატლანტიკური ალიანსის ეგიდით მინდინარე წვრთნები? - გიორგი ირემაძე

რას მოუტანს საქართველოს ჩრ.ატლანტიკური ალიანსის ეგიდით მინდინარე წვრთნები? - გიორგი ირემაძე


„ნატოს“ ეგიდით დღეს დაწყებულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ჟურნალისტი გიორგი ირემაძე კომენტარს აკეთებს.

დღეს ოფიციალურად საქართველოში ჩრდილო ატლანტიკური ალნიანსის ეგიდით სამხედრო წვრთნები „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ დაიწო. მსგავსი სამხედრო წვრთნები რამდენჯერმე უკვე ჩატარდა საქართველოში, რაც თავისთავად გარკვეულ მიზანს ისახავს, თუმცა კონკრეტულად რა მიზანზეა საუბარი? იქიდან გამომდინარე, რომ „ნატოს“ ხელმძღვანელებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში არ აქვს პერსპექტივა ჩრ.ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს. მერეს მხრივ საქართელოსა და რუსეთს შორის ურთიერტობები დასარეგულირებელია, ამასთან, ყველამ ვიცით მოსკოვის პოზიცია, რომ ისინი უარყოფითად აფასებენ საქართველოს „ნატოსთან“ დაახლოებას და ასევე მსგავს წვრთნებს შეიძლება მოყვეს კავკასიაში არსებული დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება, რადგან არცთუ ისე დიდ რეგიონში ორი დიდი სამხედრო ძალის არსებობა კონფლიქტის რისკს ზრდის, მითუმეტეს ჩვენ გვაქვს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემა, რეგიონები, რომელიც დეფაქტო ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ იქ საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება და ამ ტერიტორიებზე რუსული ბაზებია განლაგებული, ხოლო ამის ფონზე „ნატოს“ ეგიდით სამხედრო წვრთნებს ვატარებს, რაც ძალიან გავს ცეცხლთან თამაშს.

ასევე, უნდა ითქვას, რომ „ნატოს“, როგორც ორგანიზაციას შიდა პრობლემები აქვს და საქართევლოს ამ ეტაპზე რეალურ დახმარებას ვერ გაუწევს, ამიტომ, თუ ქვეყნის სამხედრო გაძლიერებაზეა საუბარი მსგავსი წვრთნები აზრს კარგავს. და საერთოდ, რა შეიძლება მიიღოს აქედან საქართველომ? ამაზე კონკრეტული პასუხი არ გვაქვს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ფიქსირდება „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ დაკავშირებით, ვგულისხმობ იმას, რომ მასში პირველად მიიღებენ მონაწილეობას სამხედროები ბელორუსიიდან, ქვეყნიდან, რომელიც „ოდკბ“-ს წევრია. ეს რას უნდა ნიშნავდეს? მოკლედ, კითხვები ბევრია და რა შედეგი მოყვება ამ პროცესებს გაუგებარია...“- გიორგი ირემაძე.скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions