Coloring Pages Reddit Video Downloader
 

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა

შვიდ თვეში იმპორტი 25%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 12%-ით შემცირდა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-ივლისის პერიოდში 6,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 17%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, რომელიც გამოქვეყნებულია უწყების ვებ-გვერდზე, მიმდინარე წლის შვიდ თვეში ექსპორტმა 1,1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდის მონაცემზე 12%-ით ნაკლებია.

საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში აღნიშნულ პერიოდში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ და ნახევრადდამუშავებულ ოქროს, ტყისა და სხვა სახის თხილს და ა.შ.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა

იანვარ-ივლისში იმპორტმა დაახლოებით 5,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ნავთობის გაზსა და აირად ნახშირწყალბადებს, მარცვლეულს, ელექტროტრანსფორმატორებსა და სამკურნალო საშუალებებს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 66%-ია.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions