მეუფე შიოს პირველი ქადაგება, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ თანამოსაყდრედ დასახელების შემდეგ:
,,ჩვენ ყველამ უნდა განვაახლოთ, ჩვენი დამოკიდებულება ტაძრისადმი. გავაცნობიეროთ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ტაძარს, ტაძარში ლოცვას და საიდუმლოებებს. ჩვენ თუ ამას მივხვდებით, ჩვენი ცხოვრება გახდება სხვანაირი, ამდენი ბოროტება აღარ იქნება. ცდილობენ დანერგონ უცხო იდეოლოგია, რომელიც შორს არის ქრისტიანობისაგან.
თქვენ გსმენიათ, რომ ადამიანები ამბობენ, როდემდე ვითმინოთ, როდემდე გავუძლოთ, არის სირთულეები, ინერგება უზნეობა, რომელიც სურთ წარმოაჩინონ, როგორც ნორმალური მდგომარეობა, ცდილობენ რომ მიგვაჩვიან, რომ ეს არის კარგი, ეს არის ნორმა. ეკლესიისთვის ეს არასდროს გახდება მისაღები!
და რით ვებრძოლოთ ამას? რა დავუპირისპიროთ? ყველაზე ქმედითი, ყველაზე სწორი დამოკიდებულება არის, რომ ჩვენ ვიდგეთ ტაძარში, ვილოცოთ ტაძარში. ეს შეცვლის ჩვენ ცხოვრებას უკეთესობისკენ, ეს შეცვლის ჩვენს საქართველოს, ეს გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს. ღმერთა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ.
ჩვენთან არს ღმერთი!"
მეუფე შიოს ( მუჯირი ) ქადაგება ( 4 დეკემბერი , 2017 წ. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება )