ფოთში ეროვნული ფორუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავა მოსახლეობას შეხვდა, სადაც მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
"თქვენ 8 ოქტომბერს თუ შემოხაზავთ ნომერ 26-ს, თქვენს თავს ვფიცავარ, ხაზავთ დამოუკიდებელ ქალაქს, დამოუკიდებელ თვითმმართველობას, თქვენი შვილების უკეთეს მომავალს და განვითარებას, დიდი მადლობა".
ეროვნული ფორუმის სიის პირველ ოცეულში ხარჩილავა მე-13 ადგილს იკავებს.