გთავაზობთ, ამონარიდს დეილ კარნეგის წიგნიდან “როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება”.წესი 1. თქვენი გონება დატვირთეთ აზრებით სიმშვიდეზე, სიმამაცეზე, ჯანმრთელობასა და იმედზე, “ჩვენი ცხოვრება ხომ ისაა, რასაც ვფიქრობთ მასზე”;
წესი 2. ნურასოდეს ნუ შეეცდებით თქვენს მტრებთან ანგარიშის გასწორებას, რამეთუ ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე მათ – ერთი წუთითაც ნუ იფიქრებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ გიყვართ.
წესი 3. იმის მაგივრად, რომ უმადურობის გამო განიცადოთ, მისთვის მზად იყავით. გახსოვდეთ, რომ იესომ ერთ დღეში ათი კეთროვანი განკურნა და მხოლოდ ერთმა გადაუხადა მადლობა. რატომ ელოდებით უფრო მეტ მადლიერებას, ციდრე იესომ მიიღო? – გახსოვდეთ, რომ ბედნიერების მოპოვების ერთადერთი ხერხია არა მადლიერების მოლოდინი, არამედ მადლის ქმნა მისგან მიღებული სიხარულის გამო. – გახსოვდეთ, რომ მადლიერება ხასიათის ისეთი ნიშანია, რომელიც აღზრდის შედეგია, ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი შვილები მადლიერები იყვნენ, ასწავლეთ მათ ეს.
წესი 4. აღრიცხეთ თქვენი წარმატებები და არა თქვენი უსიამოვნებები!
წესი 5. ნუ მიბაძავთ სხვებს. იპოვეთ საკუთარი თავი და დარჩით თავისთავადად, “შურო ხომ უცოდინრობაა, მიბაძვა კი, თვითმკვლელობა”.
წესი 6. როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ.
წესი 7. დაივიწყეთ თქვენი საკუთარი უსიამოვნებები, ცდილობთ რა, სხვებს მიანიჭოთ მცირეოდენი ბედნიერება. “სხვისთვის სიკეთის კეთებით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ეხმარებით”.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно