ბერლინში ქართული ღვინოები ოქროს მედლებით დააჯილდოეს
- 30.08.2016, 22:46,
- ეკონომიკა / სლაიდი
- 0
ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე ქართულმა კომპანიამ პირველი ადგილი დაიკავა. კომპანია „გიუაანის“ ღვინოებმა – „მანავი“ (2015) და „საფერავი-კაბერნე“ (2015) ბერლინის ღვინის კონკურსზე Berliner Wein Trophy ოქროს მედლები მოიპოვეს.„გიუაანმა“ წელს ღვინის კონკურსებზე უკვე მეცხრედ გაიმარჯვა. ბერლინის ღვინის კონკურსი მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციისა (OIV) და ენოლოგების საერთაშორისო კავშირის (UIOE) პატრონაჟით ჩატარდა. კონკურსში მთელი მსოფლიოდან 9,5 ათასზე მეტი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. ჟიურის შემადგენლობაში 150 ადამიანი იყო.
ღვინის მარანი „გიუაანი“ კახეთში, სოფელ მანავში მდებარეობს. „გიუაანის“ ღვინის ისტორია სათავეს 1894 წლიდან იღებს. Berliner Wein Trophy 1994 წლიდან იმართება. პირველ კონკურსზე სულ 180 ღვინის კომპანია მონაწილეობდა, ამჟამად კი ეს კონკურსი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიებაა.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно