Coloring Pages Reddit Video Downloader
 

უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება

უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება
„ქინძმარაული“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“და „ხვანჭკარა“ -უცხოეთში ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოებია.

უცხოეთში ქართული ღვინოებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით „ქინძმარაული“ სარგებლობს-2016 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ამ წითელი ნახევრად ტკბილი ღვინის ექსპორტმა 3,2 მილიონზე მეტი ბოთლი შეადგინა.

პოპულარობის მიხედვით შემდეგია წითელი მშრალი ღვინო „მუკუზანი“-საანგარიშო პერიოდში 1,2 მილიონზე მეტი ბოთლია ექსპორტირებული. მესამე ადგილს თეთრი ნახევრად მშრალი „წინანდალი“ იკავებს-1 მილიონზე მეტი ბოთლი, ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მეოთხე და მეხუთე ადგილს იკავებენ წითელი ღვინოები „ახაშენი“(დაახლოებით 518,2 ათასი ბოთლი) და „ხვანჭკარა“(დაახლოებით 169,4 ათასი ბოთლი).

2016 წლის ივლისის მდგომარეობით,საქართველოდან ექსპორტირებულია 23,9 მილიონი ბოთლი (0,75 ლ)ღვინო, რაც 42%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 55,3 მილიონ ლარის ღირებულების ღვინო, რაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია.

ქართული ღვინის იმპორტიორებს შორის რუსეთი ლიდერობს- საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია 12,7 მილიონი ბოთლი, რაც 50%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

ამა წლის მაისში რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურმა სამსახურმა დაასრულა საქართველოს ადგილწარმოშობის მიხედვით ღვინის ექვსი სახელწოდების რეგისტრაციის პროცედურა. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა განსაკუთრებული უფლება შემდეგი ღვინოების სახელწოდებებზე: „ხვანჭკარა“, „ტვიში“, „ახაშენი“, „წინანდალი“, „მუკუზანი“ და „ქინძმარაული“.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions