Coloring Pages Reddit Video Downloader
 

როგორი იქნება დარიალის ხეობაში მშენებარე ახალი გვირაბი (ვიდეო)

როგორი იქნება დარიალის ხეობაში მშენებარე ახალი გვირაბი (ვიდეო)


დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აშენდება 2 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5 მ იქნება. პროექტის ღირებულება 47 000 000 ლარზე მეტია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

“დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენიმეჯერ განმეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად. შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს, ჰქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


წყარო: droa.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions