Coloring Pages Reddit Video Downloader
 

რაჭაში აეროდრომი აშენდება

რაჭაში აეროდრომი აშენდება

მთავრობა თვლის, რომ რაჭაში ახალი აეროდრომი ტურიზმისათვის იმპულსის მიმცემი იქნება.


ამბროლაურში აეროდრომის მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. აეროპორტის მშენებლობის, აღჭურვისა და ოპერირების დასაწყებად განსახორციელებელი ღონისძიებების სწრაფად შესრულების მიზნით მთავრობა გამარტივებულ შესყიდვას მიმართავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამბროლაურში აეროდრომის მშენებლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც რეგიონში მცხოვრებთა დამაგრებისთვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს მთლიანად რაჭაში ტურიზმის განვითარებას. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე დავასრულებთ აეროდრომის სამუშაო მდგომარეობამდე მიყვანას და დასრულებული იქნება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, შესაძლოა, ტერმინალის იმ მდგომარეობამდე მიყვანაც, რომ მგზავრების მიღება მოხერხდეს", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მომსახურებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელსაც 23 სექტემბრიდან ევროპისკენ 7 მიმართულება ემატება.

პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით წელს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებს და ეს ორი მოვლენა ერთად ქუთაისიდან ევროპისკენ ჯამში 11 მიმართულებით შეღავათიან ფასად მგზავრობის საშუალებას შექმნის.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions