ბოლო დროს ნეო-ოსმანური ექსპანსიის საკითხი უფრო და უფრო აქტუალურია, რადგან თურქეთმა და აზერბაიჯანმა აქტიურად დაიწყეს „დიდი თურანის“ პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტერიტორიებზე ოსმალეთის იმპერიის აღდგენას. ამიტომ, ამ საკითხზე ვაგრძელებ სტატიის ციკლს და მკითხველისთვის რეკომენდირებული იქნება, რომ წინა სტატიებს გაეცნოს, როგორიც არის: „თურქეთის ექსპანსია საქართველოში - დაიცავი აჭარა“,(იხ.ბმული)„თურქეთის ექსპანსიასთან დაკავშირებით - ისტორიული ექსკურსი“(იხ.ბმული)და „თურქეთის ექსპანსია საქართველოში - უცხო იდეოლოგიის გავრცელებისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ზეგავლენით“(იხ.ბმული).
თურქული ექსპანსია ითვალისწინებს ისტორიული ფაქტებით მანიპულირებას, რელიგიური და იდეოლოგიური საკითხების გამოყენებას, ასევე, კულტურულ-ჰუმანიტარული თემებიც „ნეო-ოსმანური“ პროექტის ინსტრუმენტია. მაგრამ უმნიშვნელოვანესია ანკარის მხრიდან ექსპანსია ეკონომიკური თვალსაზრისით. დღეს ზუსტად თურქეთ-აზერბაიჯანის მიერ საქართველოს მიმართ ეკონომიკურ ექსპანსიას განვიხილავთ.
ამ მხრივ, თურქეთს ფაქტიურად სრულად აქვს ათვისებული საქართველოს ბაზარი. მითუმეტეს დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად აჭარაში, სადაც თურქი ბიზნესმენების ხელშია ყველანაირი ბიზნესი, როგორიც არის მშენებლობა, ტურიზმი, სასტუმროები და ა.შ. თურქები ბიზნესის მხრივ, ისე გაძლიერდნენ და გათავხედდნენ, რომ აჭარიუს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებზეც კი აქვთ ზეგავლენა, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო მეტს საუბრობს.
ცნობილი ფაქტია, რომ ეკონომიკის მხრივ თურქეთი საქართველოზე ბევრად განვითარებულია და უამრავი პროდუქცია შემოაქვს, ანუ ანკარისთვის ჩვენი ქვეყანა გასაღების ბაზარია. საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 14 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის დღეისათვის 600 მილიონ დოლარზე მეტია, ანუ, 40%-ით გაიზარდა, თუმცა, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ძირითადად, თურქეთის სასარგებლოდ: მაგალითად 2007-დან 2015 წლამდე საქართველოდან ექსპორტის მოცულობამ მეზობელ ქვეყანაში მხოლოდ 8%-ით. რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა გაორმაგდა და 331 მილიონ დოლარს მიაღწია. თურქეთის წილი 2007 წელს ქვეყნის მთლიან იმპორტში 14%-ს შეადგენდა, დღეისათვის კი თითქმის 20%-მდე განისაზღვრა.
გარდა იმისა, თურქეთიდან ფაქტიურად ყველა სახის პროდუქციის იმპორტი ხდება. ასევე, ბოსტნეული და ხილიც იქიდან შემოდის, რომელზეც არანაირი გადასახადი არ არის და რომელიც უფრო იაფი ღირს ადგილობრივ ხილ-ბოსტნეულზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი პროდუქცია ვერანაირ კონკურენციას ვერ უძლებს თურქულ პროდუქციასთან მიმართებაში და ამგვარად, ქართული ეკონომიკა ზარალდება და განიცდის დეგრადაციას.
ენერგეტიკის მხრივ, თურქეთის ექსპანსია ასევე მასშტაბურია. მაგალითად, საქართველოს მთავრობამ შპს „ენკა რინიუებლზს“, რომელსაც ნამახვანჰესის აშენება სურს, რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი ფართობი, 99 წლით, იქამდე გადასცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. მეტიც, რიონის ხეობის დიდი ნაწილი, მთავრობამ თურქულ კომპანიას, პირდაპირი ფორმით, მხოლოდ 16 ლარად ისე მიჰყიდა, რომ ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა. ზუსტად ეს კაბალური ხელშეკრულება არის ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზიც.
ამის გარდა, რიონის ხეობაში აღნიშნულ ფართობზე, რომელიც თურქულ კომპანიამ ასი წლით მიიღო, იგეგმება 5 000 თურქის ჩამოსახლება ოჯახებთან ერთად, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ჰესის მშენებლობაში. ეს იქნება ფაქტიურად დიდი დასახლება რიონის ხეობის გასწვრივ 30 კილომეტრზე. მერე კი ალბათ აშენდება ყველა საჭირო შენობა დასახლებისთვის: მაღაზიები, სკოლები და ა.შ. ანუ შუაგულ საქართველოში იქმნება ანკლავის თურქეთის ანუ „ნატოში“ შემავალი სახელმწიფოსი და ეს არის პრეცედენტი, რომელიც არ უნდა დაუშვათ. მითუმეტეს ანკლავი იქმნება ე.ი. ტერიტორიულად აფხაზეთსა და ცხინვალს შორის, რაც დიდი ალბათობით თურქეთის სტრატეგიულ გეგმას უკავშირდება. ფაქტია, რომ ანკარას აფხაზეთში საკუთარი ინტერესები აქვს. ამიტომ ბევრი დაფარული გეგმა აქვს თურქეთს რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის პარალელურად და ეს ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის.
საინტერესო ფაქტია, რომ თურქეთის ეკონომიკურ და სამხედრო ექსპანსიაზე სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა ყირგიზმა ექსპერტმა თურქეთის საკითხებში თოკტოგულ კაკჩეკეევმა, რომელიც „ყირგიზეთის პოლიტოლოგთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორია.
როგორც უკვე ითქვა, თურქეთის ექსპანსია აზერბაიჯანთან ერთად ხორციელდება, ანუ ანკარა და ბაქო ერთობლივად და ერთი მიზნისთვის მოქმედებენ და ფაქტიურად ორი მხრიდან ახორციელებენ საქართველოს ექსპანსიას. ეკონომიკის მხრივ დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ფორმატით. აზერბაიჯანი ნავთობისა და გაზის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „სოკარს“ ფაქტიურად მთლიანად აქვს ათვისებული საქართელოს ნავთობის ბაზარი და ერთ-ერთ მონოპოლისტად ითვლება. აქედან გამომდინარე, ბაქოს სერიოზული ეკონომიკური ბერკეტი აქვს თბილისთან მიმართებაში.
ბოლო დროს, სულ უფრო მეტი ქართველი ჟურნალისტი საუბრობს „სოკარის“ მიერ ქართული მედიის, პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების მოსყიდვის ფაქტებზე. გახმაურებულ „დავით გარეჯის“ საქმეში იკვეთება აზერბაიჯანული ნავთობკომპანიის მხრიდან ქართველი ჩინოვნიკების მოსყიდვის ფაქტები, რის გამოც საქართველომ შესაძლოა ქართული ისტორიული სამონასტრო კომპლექსის დავით გარეჯის ნაწილი დაკარგოს, ანუ აზერბაიჯანის მხარემ მიითვისოს ქართული ტერიტორია და მართლმადიდებლური სიწმინდეები, ჩინოვნიკების მოსყიდვისა და კორუფციული გარიგების მეთოდებით.
P.S. ეს ის მცირედი ფაქტებია თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან საქართელოს წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური ექსპანსიისა, ხოლო მათი დაფარული გეგმები ბევრად მასშტაბურია, რომელიც უკიდურესად სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებამ დროულად უნდა იმოქმედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი რისკია, რომ ნეო-ოსმანური, იგივე „დიდი თურანის“ პროექტი, რომელსაც თურქეთი და აზერბაიჯანი შეთანხმებულად ახორციელებენ, მისი რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე მოხდება, და პროცესი უკვე მიმდინარეობს. ამიტომ, ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, დღეისათვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომ საქართელოს ქონდეს ღირსეული მომავალი.