Coloring Pages Reddit Video Downloader
 

თურქეთის ექსპანსიასთან დაკავშირებით - ისტორიული ექსკური

თურქეთის ექსპანსიასთან დაკავშირებით - ისტორიული ექსკური


საქართველოს თურქეთის მხრიდან ექსპანსიის საკითხი დეტალურად განვიხილეთ სტატიაში "თურქული ექსპანსია საქართველოში - დაიცავი აჭარა"(იხ.ბმული). ეხლა კი, უფრო კარგად, რომ დავინახოთ ნეოოსმალური ექსპანსიი მასშტაბები, ვფიქრობ აუცილებელია განვიხილოთ სამხრეთ კავკასიასა და ზოგადად რეგიონში როგორ ცდილობს თურქეთი პოზიციების გაძლიერებას, რასაც აუცილებლად ექნება გავლენა საქართველოზე და ეს ქართული საზოგადოებისთვის უდაოდ საინტერესო თემაა.

რამდენიმე წლის წინ თურქულ გაზეთ "მილიეთში" გამოქვეყნდა რუკა, რომლის მიხედვითაც თურქეთის სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულია აჭარა და აზერბაიჯანის ნაწილი, იგულისხმება ნახიჩევანის ავტონომია, ასევე, კვიპროსი, მოსული და ბულგარეთის ნაწილი. ხოლო თურქეთის ექსპანსია და პრეტენზიები სომხეთის ტერიტორიებთან დაკავშირებით, ესეც ცნობილი ფაქტია, რაზეც მეტყველებს ოსმალეთის იმპერიის დროს სომხეთის ტერიტორიების მითვისებისა და სომეხი ერის გენოდიცი. მაშინდელი ოსმალეთის იმპერიამ, ასევე, დაიკავა ბათუმი და ნახიჩევანი, ხოლო 1921 წელს, "ყარსის შეთანხმების" შემდეგ, თურქეთმა დაკავებული ტერიტორიების ნაწილი დათმო. მაგრამ, როგორც ვხედავთ, დღეისათვის ანკარა გეგმავს კვლავ დაიკაოს აღნიშნული ტერიტორიები, სხვადასხვა მეთოდებით, რასაც თურქეთის სახელმწიფოს ლიდერები ღიად აცხადებენ.

თურქეთის ექსპანსიასთან დაკავშირებით - ისტორიული ექსკური


უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის გავლენა აზერბაიჯანზე ისე გაძლიერდა, რომ სამხრეთ კავკასიაში ანკარის მთავარი მოკავშირე ბაქო ითვლება. დღეისათვის, თურქები აზერბაიჯანელებთან ერთად, ერთობლივად ახორციელებენ რეგიონის ღია და დემონსტრაციულ ექსპანსიის პოლიტიკას. ეს აშკარად გამოჩნდა 2020 წლის ყარაბახის კონფლიქტში, სადაც ვნახეთ, რომ თურქეთი სამხედრო თვალსაზრისით სერიოზულად ეხმარებოდა აზერბაიჯანს, და მეტიც, თურქეთის ჯარი შევიდა ნახიჩევანის ავტონომიაში, რითაც მან სამხრეთ კავკასიაში ძალის დემონსტრაცია მოახდინა და სომხეთის ტერიტორიაზეც კი გეგმავდა შესვლას. და აქვე ისმის კითხვა: შესაძლებელია, რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა, სომხეთის შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგაც დაგეგმოს ყარაბახის მსგავსი კონფლიქტი, სხვადასხვა საბაბით? და ეს ლოგიკური კითხვაა, იქედან გამომდინარე, რა პრეტენზიებიც გამოთქვა თურქეთის პრეზიდენტმა აჭარასთან მიმართებაში რამდენიმე წლის წინ.

აქ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. თურქეთმა ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქში სამხედრო დანაყოფების შეყვანით, დაარღვია 1921 წელს დადებული "ყარსის ხელშეკრულება", ამიტომ აღნიშნული ხელშეკრულება ფაქტიურად ანულირებულია და შესაბამისად, მისი ვადის გასვლის შემდეგაც, თურქეთს აღარ ექნება უფლება პრეტენზიები ქონდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, რომლებიც, როგორც უკვე ითქვა, ოსმალეთის იმპერიას ქონდა ოკუპირებული, იგულისმება აჭარა, ნახიჩევანი და სომხეთის ტერიტორიები. თუმცა, დღეს თურქეთი სრულიად უკანონოდ, კვლავ აცხადებს პრეტენზიებს აღნიშნულ ტერიტორიებზე და ახორციელებს ექსპანსიას.

თურქეთის ექსპანსიასთან დაკავშირებით - ისტორიული ექსკური

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ თურქები, ასევე ახორციელებენ გლობალურ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ პროექტებს რეგიონში, რაც დაკავშირებულია ნახიჩევანის ავტონომიასთან სარკინიგზო კავშირის დაწყებასთან. ანუ საქართველოს გვერდის ავლით, თურქეთი და აზერბაიჯანი აშენებენ რკინიგზას, რომელიც შავ ზღვასა და კასპიის ზღვას დააკავშირებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამსთან დაკავშირებით სამომავლოდ კიდევ ერთ სტატიას ვამზადებ.

და კიდევ, თურქეთის ექსპანსიაზე მეტყველებს ისეთი ნეოოსმალური დოქტრონების არსებობა, როგორიც არის "პანთურქიზმი","დიდი თურანი" და სხვა თურქული ექსპანსიის ნიშნების შემცველი იდეები, სადაც გარდა კავკასიისა, მოიაზრება ცენტრალური აზიის ქვეყნებიც. იგულისხმება: ყაზახეთი, ტაჟიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.

ამიტომ, ამ რესპუბლიკებში დიდ აღშფოთებას იწვევს თურქეთის მიერ გავლენების გაძლიერება, რაც მათი აზრით ფაქტიურად ექსპანსიაა. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ცნობილი ყირგიზული საინფორმაციო გამოცემა აქვეყნებს მასალას, სადაც ინტერვიუში ყირგიზი ექსპერტი კუბანჩბეკ ისმანოვი საუბრობს თურქეთის მიერ რელიგიურ მოძრაობასთან "სიბათთან" დაკავშირებით, რომელიც მოქმედებს ყირგიზეთში და მისი ფინანსირებით იხსნება სასწავლო ცენტრები, სადაც ახალგაზრდების აღზრდა ხდება პროთურქული წესით. ისინი შემდეგ აგრძელებენ სწავლას თურქეთში და ბრუნდებიან ყირგიზეთში, როგორც თურქეთის ინტერესების გამტარებლები. ექსპერტის აზრით, მსგავსი ცენტრებით თურქეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს ყირგიზეთის პოლიტიკაზე (იხ.ბმული)



და ბოლოს, სტატიაში მოყვანილი ფაქტები და ისტორიული ექსკურსი სამხრეთ კავკასიაში თურქულ ექსპანსიასთან დაკავშირებით, აუცილებელია ვიცოდეთ და უფრო საჭიროა კარგად შევისწავლოთ ის, რასაც ჩვენი ისტორიული კონკურენტი და მოწინააღმდეგე ანუ თურქეთი სამომავლოდ ამზადებს საქართველოს წინააღმდეგ, კერძოდ აჭარაში და არამხოლოდ იქ. ამიტომ, ლოგიკურია აღნიშნულ თემაზე სტატიები კვლავ გაგრძელდეს.


სტატიის ავტორი გიორგი ირემაძე, "საინფორმაციო სააგენტო პატრიოტის" რედაქტორი

скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions