Coloring Pages Reddit Video Downloader
 

თურქეთის ექსპანსია საქართველოში - უცხო იდეოლოგიის გავრცელებისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ზეგავლენით

თურქეთის ექსპანსია საქართველოში - უცხო იდეოლოგიის გავრცელებისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ზეგავლენით


ვაგრძელებ სტატიების ციკლს საქართველოში ნეო-ოსმანური ექსპანსიის თემაზე. ცნობისთვის, ამასთან დაკავშირებით უკვე გამოქვეყნდა ორი სტატია:" თურქეთის ექსპანსია საქართველოში - დაიცავი აჭარა"(იხ.ბმული) და "თურქეთის ექსპანსიასთან დაკავშირებით - ისტორიული ექსკურსი"(იხ.ბმული). აღნიშნული თემა საკმაოდ დიდია და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, ანუ ექსპანსიაში იგულისხმება თურქეთის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით ზეგავლენის გაძიერება, მაგალითად: იდეოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ექსპანსია, რასაც ანკარის მხრიდან ქართული ტერიტორიების "მშვიდობიანი" დაკავების მცდელობა მოყვება. ამას თურქეთის მოქმედი და ყოფილი მთავრობის წევრები ღიად აცხადებენ, რაზეც დეტალურად უკვე ითქვა ზემოთ აღნიშნულ სტატიებში.

ეხლა კი განვიხილოთ კიდევ ერთი მიმართულება, მაგალითად კულტურულ-იდეოლოგიური ექსპანსია, რომლსაც თურქეთი და სამწუხაროდ მასთან ერთად ახორციელებს აზერბაიჯანიც, რომელიც ანკარის გეგმის ნაწილია ანუ ნეო-ოსმალური დოქტრინა "დიდი თურანი" მოიცავს ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ნაწილს, აზერბაიჯანს და ცენტრალურ აზიას, ასევე, ისინი, როგორც ვხედავთ, დასავლეთ საქართველოს ნაწილის მითვისებასაც აპირებენ. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც პროვოკაციები მოხდა აჭარასა და გურიაში. მაშინ თურქეთის მიერ მართული რადიკალი პროვიკატორები შეეცადნენ ადგილობრივ მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის რელიგიური შუღლის გაღვივებას. მსგავსი პროვოკაციების მიზანი, სამომავლოდ თუირქეთის მხრიდან აჭარისა და გურიის "მშვიდობიან" დაკავებას გულისხმობს, მაგალითად, რეფერენდუმით, რაც იგეგმებოდა ბულგარეთში, მისი ერთ-ერთი რეგიონის თრაკიის მისათვისებლად.

როგორც უკვე ითქვა, ანკარა დ ბაქო შეთანხმებულად მოქმედებენ და საერთო გეგმა აქვთ. თავის მხრივ აზერბაიჯანი ცდილობს რელიგიური შუღლის გაღვივებას საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობასა და ადგილობრივ მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის. მაგალითად, იგულისხმება მარნეულში გასულ წელს მომხდარი მოვლენები, როდესაც ქართული ისტორიული ციხე-სიმაგრიდან ჯვრები მოიპარეს, ასევე, ეკლესიების შებილწვის ფაქტებიც იყო და ა.შ. და ასევე, უფრო დიდი პროვოკაცია ის არის, რომ აზერბაიჯანი ცდილობს საქართველოს ტერიტორია მიითვისოს სხვადასხვა მეთოდით, იგულისხმება "დავით გარეჯის" სამონასტრო კომპლექსი და მიმდებარე ტერიტორია.

თურქეთის ექსპანსია საქართველოში - უცხო იდეოლოგიის გავრცელებისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ზეგავლენით


ამასთან დაკავშირებით დღესაც გრძელდება გამოძიება და იკვეთება ბაქოს მხრიდან ქართველი ჩინოვნიკების მოსყიდვის ფაქტები. იგულისხმება კონკრეტული ჩინოვნიკების მხრიდან ისტორიული რუკებისა და დოკუმენტების გაყალბებას აზერბაიჯანის სასარგებლოდ. ანუ ისინი კორუფციული გარიგებით ცდილობენ მიითვისონ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მეექვსე საუკუნეში დააფუძნა ქართველმა წმინდა მამა დავით გარეჯელმა. ეს ფაქტიურად ქართული ტერიტორიის, მართლმადიდებლური სიწმინდეების და კულტურული მემკვიდრეობის მითვისებაა აზერბაიჯანის მხრიდან. აქვე, აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ბაქო ამას აკეთებს უკანონოდ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც სამწუხარო ფაქტია.

თურქეთ-აზერბაიჯანული გეგმა ანუ ექსპანსია, საქართველოს გარდა, სომხეთის წინააღმდეგაც ხორციელდება. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს სომხეთის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ვაგრამ მკრტიჩიანი. ის ამბობს, რომ 2009 წელს, როდესაც შეიქმნა "თურქულენოვანი ქვეყნების საბჭო", მათ თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის ინიციატივით მთავარ მიზნად დაისახეს "დიდი თურანის" შექმნა. რისთვისაც ისინი არამხოლოდ სამხედრო მეთოდებს, არამედ "რბილ ძალასაც" გამოიყენებდნენ. ამისათვის, ცენტრალურ აზიასა და სხვა ქვეყნებში ანკარამ გახსნა ლიცეუმები, თურქული კულტურისა და იდეოლოგიის გასავრცელებლად.




აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასწავლებლები აჭარაშიც არსებობს, სადაც თურქეთის სახელმწიფოს ინიციატივით იხსნება პანსიონები კულტურულ-იდეოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად. მაგალითად, 2016 წელს ბათუმში თურქეთის ელჩის მონაწილეობით გაიხსნა სკოლა-ლიცეუმი, რომლის დროსაც სკოლის დარბაზში გამოფენილი იყო თურქეთის დროშა და ოსმალეთის იმპერიის დამაარსებლის ქემალ ათათურქის პორტრეტი. ამას სკანდალი და საქართველოს მთავრობის მხრიდან უკმაყოფილება მოყვა, რადგან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სკოლის გახსნა მთავრობასთან შეუთანხმებლად მოხდა. (იხ.ბმული) ანუ გამოდის, რომ თურქეთის ელჩი ბათუმში საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად ხსნის თურქულ სკოლებს, სადაც ნეო-ოსმალური იდეოლოგიის პროპაგანდა ხორციელდება?

თურქეთის ექსპანსია საქართველოში - უცხო იდეოლოგიის გავრცელებისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ზეგავლენით


დაუბრუნდეთ დავით გარეჯს, რომელიც ქართველი ერისთვის მართლმადიდებლური სიწმინდის სიმბოლოა. როგორც ოფიციალური ბაქო აცხადებს, აღნიშნული კომპლექსი ვითომდა კავკასიური ალბანური კულტურის ნაწილია, ხოლო აზერბაიჯანელები თავს ალბანური სახელმწიფოს მემკვიდრეთ მიიჩნევენ, რაც აფსურდია, რადგან, მეექსვსე საუკუნეში სპარსეთის მიერ ალბანეთის სამეფოს დამპყრობის შემდეგ, მან სუვერენიტეტი სამუდამოდ დაკარგა. ხოლო გარდა სპარსელებისა, ალბანეთის ტერიტორიის არაბებისა და თურქების დაპყრობითი ომების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტიურად გაქრა. ხოლო აზერბაიჯანელები სპარსეთის იმპერიის გაძლიერებასთან ერთად იქ ეტაპობრივად სახლდებოდნენ. ამიტომ, აზერბაიჯანი ვერანაირად ვერ იქნება ალბანური კულტურის მემკვიდრე. ასეც, რომ იყოს დავით გარეჯი, კიდევ ვიმეორებ, ისტორიულად ქართული მონასტერია, რომელიც ქართველმა წმინდა მამა დავით გარეჯელმა დააარსა და მას არავითარი კავშირი არ აქვს ალბანურ მემკვიდრეობასთან.

აშკარაა, რომ აზერბაიჯანი ამას აკეთებს ანკარასთან შეთანხმებით, რადგან ეს ხდება თურქული პროექტის "კავკასიური ალბანეთის" ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით, ეხლახანს აზერბაიჯანში გადაიღეს ფილმი "კავკასიური ალბანეთი" (იხ.ბმული), სადაც ინგლისელი "ისტორიკოსი" საუბრობს იმაზე, რომ ვითომ ალბანეთში აშენდა პირველი ქრისტიანული მონასტერი კავკასიაში, და იქვე ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ალბანელი ქრისტიანები უფრო პრივილეგირებულები იყვნენ, ვიდრე ქართველი და სომეხი ქრისტიანები. მსგავსი ფილმები აშკარად ქართული კულტურის და მემკვიდრეობის წინააღმდეგ არის მიმართული.

თურქეთის ექსპანსია საქართველოში - უცხო იდეოლოგიის გავრცელებისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ზეგავლენით

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ თურქეთი, აზერბაიჯანთან ერთად, ცდილობს განახორციელოს ნეო-ოსმანურ იდეოლოგიაზე აგებული დოქტრინა "დიდი თურანი", მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის ხარჯზე, მათ შორის საქართველოს ხარჯზე. ამიტომ, ეს საკითხი კარგად უნდა იქნეს შესწავლილი და განხილული, რომ ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს ჩვენი "კეთილმოსურნე" მეზობლების: თურქეთის და აზერბაიჯანის ერთობლივი გეგმები. აქედან გამომდინარე, სტატიის ციკლი გაგრძელდება და იმედია მომავლისთვის ეს საკითხი უფრო ფართოდ იქნება განხილული ქართულ პრესაში.

სტატიის ავტორი გიორგი ირემაძე, "საინფორმაციო სააგენტო პატრიოტის" რედაქტორიскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions