ისტორიულად საქართველოსა და თურქეთს შორის მუდმივად მიმდინარეობდა კონფრონტაცია და ომები, რომლის შედეგადაც ვკარგავით ტერიტორიებს, ვიბრუნებდით, ისევ ვკარგავდით და ა.შ. დღეისათვის,
თურქეთს მითვისებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 30%-ზე მეტი, იგულისხმება ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი, რიზე, კოლა-არტაანი... სადაც ქართული ეკლესია-მონასტრებია და სადაც დღეისათვის 500 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, რომლებსაც თურქეთის სახელმწიფომ ქართული გვარები წაართვა და თურქულ გვარებზე გადაიყვანა, მაგრამ ისინი დღესაც ქართველებად მიიჩნევენ თავს და ცდილობენ მშობლიური წეს-ჩვეულება და კულტურული ნიშნები შეინარჩუნონ. ეს საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის უდიდესი ტრაგედიაა, რაც თურქული ექსპანსიის შედეგია და რომელიც დღესაც გრძელდება.
ცნობილი ფაქტია, რომ გარდა ტაო-კლარჯეთის ტერიტორიისა, თურქეთს აჭარაც ოკუპირებული ქონდა რამდენიმე ასეული წელი, რაც ისტორიული ფაქტია და ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, განვიხილოთ ის, რაც დღეს ხდება, როგორ ვითარდება დღეისათვის თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ექსპანსია. საკვირველია, მაგრამ ვითომდა "მოკავშირე" თურქეთი, ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევს მას საქართველოს დღევანდელი მთავრობა, არც მალავს იმას, რომ ოფიციალური ანკარა კვლავ აცხადებს პრეტენზიებს ბათუმზე, ოზურგეთზე და ახალციხეზე. ამასთან დაკავშირებით
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ისაუბრა ქალაქ რიზეში, კერძოდ, ერთ-ერთ უნივერსიტეტში 2016 წლის 18 ოქტომბერს სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა თურქეთის ინტერესებზე, ანუ თურქეთის საზღვრების გაფართოებაზე. მისი თქმით, ბულგარეთის ერთ-ერთ რეგიონში, თრაკიაში, უნდა გაიმართოს რეფერენდუმი, რომის შემდეგაც თრაკია თურქეთს შეუერთდება. ამასთან, ერდოღანმა ვრცლად ისაუბრა თურქეთის ინტერესებზე, ერაყში, სირიასა და ლიბიაში, ასევე მან ხაზი გაუსვა, რომ თურქი ისტორიკოსების აზრით, თურქეთის საზღვრებში უნდა მოექცნენ ყირიმი, ყარაბახი, კვიპროსი, ხალეპი, მოსული, არბილი, კირკუტი, ბათუმი, სალონიკი, კირძალი, დასავლეთ თრაკია და ეგეოსის კუნძულები. ანუ ცხადია, რომ თურქები ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე საუბრობენ. ამაზე, ღიად ისაუბრა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ახმედ დავითოღლუმ. 2013 წლის 3 მარტს ქალაქ ბურსაში თურქეთის მმართველი პარტიის შეკრებაზე, დავითოღლუ, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთმა კვლავ ერთიანი სივრცე უნდა შეკრას სარაევოსთან, დამასკოსთან, ბენგაზთან და ბათუმთან, ოღონდ, ამ ჯერად მშვიდობიანი გზით და არა ომით. ამასთან, დასძინა, რომ ნეოოსმანიზმი ანუ ოსმალეთის იმპერიის აღდგენა, არც ცუდია და არც დანაშაულია. ასევე, დაამატა, რომ თურქეთსაც შეუძლია დაადანაშაულოს ევროკავშირი რომის იმპერიის აღდგენაში. მსგავსი განცხადებები შეიძლება აღიქვას, როგორც თურქეთის გეგმების გაჟღერებად, რასაც ისინი უკვე პრაქტიკაში ატარებენ.
კარგად მოგეხსენებათ რა სიტუაციაა დღეს აჭარაში, სადაც ბიზნესის კუთხით, თურქები აფსოლუტურად აკონტროლებენ სიტუაციას. რაც ბათუმსა და ზოგადად აჭარაში შენდება, ყველგან ისინი არიან, ასევე, პრაქტიკულად ბიზნესის ყველა მიმართულება მათ ხელშია, რაც თავისთავად უკვე სერიოზული ბერკეტია, რომ პოლიტიკაზე ქონდეთ გავლენა. ასევე, ცნობილი ფაქტია, რომ
სააკაშვილის ხელშეწყობით მისი მმართველობის დროს აჭარაში ჩამოასახლა და საქართველოს მოქალაქეობა გადასცა 50 000 თურქს. ამასთან, აჭარაში ხორციელდება სხვადასხვა თურქული პანსიონების პროექტები, კულტურული და რელიგიური ზეგავლენის გასაძლიერებლად, რომლის უკანაც თურქეთის სახელმწიფო ინტერესებია. ბოლო დროს აჭარასა და გურიაში რამდენიმე პროვოკაციებიც დაფიქსირდა, რომლებსაც აშკარად რელიგიური შუღლის გაღვივების მიზანი ქონდათ. როდესაც ადგილობრივი მუსულმანები ითხოვდნენ მეჩეთების აშენებას, თანაც კანონის დარღვევით, ამას მოყვა პროვოკატორებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება, ხოლო პროვოკატორებს მხარი დაუჭირეს ნაცმოძრაობისა და სხვა პროსააკაშვილური პარტიების წარმომადგენლებმა. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც თურქეთმა შესაძლოა რეფერენდუმი მოითხოვოს იმ საბაბით, რომ თითქოს აჭარაში მუსულმანებს ავიწროებენ, ხოლო რეფერენდუმი, ბულგარეთის რეგიონის თრაკიის მსგავსად მოითხოვოს, რაც უკვე ღიად განაცხადა ერდოღანმა, ანუ ეს ე.წ. "მშვიდობიანი ექსპანსიის" კიდევ ერთი მაგალითია.
დაუბრუნდეთ აჭარას. საინტერესოა, თურქეთს რა იურიდიული ბერკეტები აქვს საქართველოსთან მიმართებაში და რა არის მისგან მოსალოდნელი უახლოეს მომავალში ექსპანსიის მხრივ? ბოლო დროს ბევრი ქართველი ისტორიკოსი და ექსპერტი საუბრობს "ყარსის ხელშეკრულებასთან" დაკავშირებით, რომელიც 1921 წელს დაიდო 100 წლის ვადით კავკასიაში საზღვრების საკითხთან დაკავშირებით გამოფრმდა. მითუმეტეს ეს თემა დღეს, ანუ 2021 წელს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ისმის კითხვა: რა იქნება მაშინ, როდესაც აღნიშნული ხელშეკრულების ვადა დასრულდება? ამასთან დაკავშირებით საინტერესოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოსის ბონდო კუპატაძის აზრი. მიზი თქმით, "ყარსის ხელშეკრულებას" დღეისათვის მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან დღეისათის საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა განისაზღვრება 1992 წლის 30 ივლისს თბილისში ხელმოწერილი ჩარჩო-ხელშეკრულებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძემ და სულეიმან დემირელმა მოაწერეს ხელი. აღნიშნული ხელშეკრულებაში ნახსენებია "ყარსის ხელშეკრულება", რომელიც საფუძვლად იქნა აღებული, ორი ქვეყნის საზღვრების საკითხთან დაკავშირებით
(იხ. ბმული) უნდა აღინიშნოს, რომ
"თბილისის ხელშეკრულება" იქნა დადებული 10 წლის ვადით და ავტომატური გაგრძელებით ანუ 5 წელიწადში ერთხელ ავტომატურად გრძელდებოდა. თუმცა, ყოველ მეხუთე წელს, ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებს აქვთ უფლება, რომ დენონსაცია მოახდინონ ცალმხრივად, თუ ამის სურვილი ექნებათ, ანუ ცალმხრივად გაწყვიტონ ხელშეკრულება, შეიძლება ასე გავიგოთ. და კიდევ ერთი კომპონენტია, რომ მიმდინარე ხუთწლეულის ბოლო არის 2022 წელი, ანუ მეორეზე ამ დროს, ხელშეკრულების დადების რიცხვამდე ე.ი. მაისი, ივნისი და ივლისის განმავლობაში, თუ თურქეთმა გამოთქვა სურვილი "თბილისის ხელშეკრულება" ცალმხრივად შეწყვიტოს და გადახედოს, მაგალითად საზღვრების საკითხს, მას ასეთი იურიდიული უფლება ექნება. ისტორიკოსის ბონდო კუპატაძის აზრით, "თბილისის ხელშეკრულების" დადებით ფაქტიურად გაუქმდა "ყარსის ხელშეკრულება". ე.ი. თურქეთი 2021 წელს ანუ "ყარსის ხელშეკრულების" ვადის გასვლის შემდეგ, აჭარაზე პრეტენზიას ვერ გამოთქვავს. თუმცა, აქვე ისმის კითხვა: თუ თურქეთმა 2022 წლეს ცალმხრივად მოახდინა "თბილისის ხელშეკრულების" დენონსაცია, ანუ გააუქმა, რისი უფლებაც მას აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით აქვს. ამის მერე, რას უნდა ველოდოთ? იქნება თუ არა ეს თურქეთის ხისტი ექსპანსისა და აჭარის "მშვიდობიანი" მიერთების პროცესის დასაწყისი?
იქედან გამომდინარე, რომ თურქული ექსპანსია მასშტაბური თემაა და მოიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიასაც, ამიტომ, უმჯობესი იქნება, რომ ამ თემაზე სტატიები გაგრძელდეს.
P.S. დროა საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედოს დამოუკიდებლად და რეალურად შეაფასოს კავკასიაში არსებული საფრთხეები. თურქეთი ღიად აცხადებს პრეტენზიებს საქართელოს ტერიტორიებზე და აქედან გამომდინარე, ანკარა ვერავითარი მოკავშირე ვერ იქნება. ეს ფაქტია, რომელსაც თბილისში ვერ ხედავენ, ან ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეების იგნორირება ხდება, რაც თავის მხრივ საგანგაშოა.სტატიის ავტორი
გიორგი ირემაძე, "საინფორმაციო სააგენტო პატრიოტის" რედაქტორი
скачать dle 11.0фильмы бесплатно