Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"პრეზიდენტი ჩვეულებრივი(არა დოსტოევსკის) იდიოტი,რომ გყავს და ერი,რომ ითმენს მას რა შეიძლება ამას ეწოდოს ?"-სანდრო ბრეგაძე

"პრეზიდენტი ჩვეულებრივი(არა დოსტოევსკის) იდიოტი,რომ გყავს და ერი,რომ ითმენს მას რა შეიძლება ამას ეწოდოს ?"-სანდრო ბრეგაძე

"მოძრაობა ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა,სადაც პრეზიდენტს იდიოტი უწოდა.

"პრეზიდენტი ჩვეულებრივი(არა დოსტოევსკის) იდიოტი,რომ გყავს და ერი,რომ ითმენს მას,რა შეიძლება ამას ეწოდოს ? ქართველთა მოთმინება მართლაც უსაზღვრო ყოფილა,თუმცა იდიოტი მავნებელი-პარაზიტიც გახდა ! ცარიელი ადგილი,ადამიანი არსაიდან,გარყვნილების მაგალითი,უმაქნისი,უმადური,მოღალატე ,მშიშარა,ანტიქართველი,რომელიც მთელ ერს დებილიზმით შეპყრობილად მიიჩნევს.არააა ეს პარაზიტი დროზე უნდა მოვიშოროთ თორემ ...მარგველაშვილი ჩვენზე(ქართველებზე)--დებილიზმის მსუბუქი ფორმით შეპყრიბილი ხალხი.ამის მერე დედას თუ შეგვაგინებს ეს პარაზიტი თორემ ყველაფერი გვითხრა." - წერს სანდრო ბრეგაძე.

ცნობისთვის,2001 წელს ჟურნალმა „დრო მშვიდობისა“ გამოაქვეყნა გიორგი მარგველაშვილის მცირე ფილოსოფიური ტრაქტატი „,,ნიჩურტა, მე ქართველი ვარ”.

გთავაზობთ ამონარიდებს გიორგი მარგველაშვილის ტრაქტატიდან:

„ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება... მაგრამ,რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო“;

„დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე.

ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება - აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . .“;

„ქართველი ერი ვერ აღწევს ზრდასრული ინტელექტის საფეხურს, გონებრივი განვითარების ეტაპს და ბავშვის ასაკის დონეზე დარჩენილი, მისი ცნობიერება არ არის იმ სიმაღლეზე, რომელზეც ხდება პიროვნების სრული გამთლიანება, ამიტომაც აშენებს ისეთ სახელმწიფოს, როგორსაც ბავშვები აგებენ თამაშის დროს. მოკლედ ის „პამპულობას“ თამაშობს. ქართველი გამოიყურება ემოციურად, იმპულსურად, მაგრამ სინამდვილეში არის ინფანტილური, რადგანაც მას რაციონალური აზროვნების სუსტი საფუძველი აქვს“;

„რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: „არაუშავს“, „მაპატიე, რა“, „არ მინდოდა“ და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან... ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი...

მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი „ჟილკობით“ იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს „ჟილკობა“ დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე...“;

„მოკლედ, საქართველოს სახელმწიფო „პამპულობის“ თამაშს ჰგავს: თუ წაგართმევენ ბურთს,შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართვი - სხვა. მაგრამ ბურთი არსად მიდის, იგი მოთამაშიდან მოთამაშესთან გადადის. დღეს შენ გაპამპულებს, ხვალ შენ გაქვს ბურთი. ხოლო თუ თამაშისას ერთმა მეორეს ფეხი წამოსდო, ეტყვის: მაპატიე რა, არ მინდოდა. და სხვებიც ეტყვიან: „არა უშავს, თამაშია, რა...“



წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions