Coloring Pages Reddit Video Downloader
 

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ძალიან საინტერესო ინტერვიუ (ვიდეო)

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ძალიან საინტერესო ინტერვიუ (ვიდეო)


ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის" თავმჯდომარემ, გიორგი ირემაძემ უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი სამხედროს ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზეზით დაიწყო რუსეთმა სამხედრო სპეცოპერაცია უკრაინაში. თუმცა ქართულ მედიაში მხოლოდ რამდენიმე გაზეთი და საინფორმაციო სააგენტი საუბრობს რა ხდება რეალურად. ძირითადად, მითუმეტეს მეინსტრიმულ მედიაში დასავლეთიდან დაკვეთით პროპაგანდა და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

არა და არც ისე ძნელია სიმართლის გარკვევა. როგორც ოფიციალურად არის ცნობილი, რუსეთის მიერ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების მთავარი მიზეზი იყო კიევის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბირთვული იარაღის წარმოებისა და მისი შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ არა ერთი განცხადება გააკეთა. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მოქმედი რადიკალური, არაადეკვატური სამხედრო დაჯგუფებები გეგმავდნენ ატომური ელექტროსადგურების აფეთქებას, რაც რეგიონში კატასტროფას გამოიწვევდა. ზუსტად ამიტომ, რუსეთის არმიამ სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე დაიკავეს ჩერნობილის ატომური სადგური.

ამასთანავე, ერთ–ერთი მიზეზი სპეცოპერაციის დაწყებისა იყო ის, რომ უკრაინის მხარე ბოლო თვეების განმავლობაში ბომბავდა დონბასსა და ლუგანსკს, შემდეგ კი როსტოვის ოლქსაც დაარტყა, რაც თავისთავად უკრაინის მხრიდან რუსეთზე თავდასხმაა. ზუსტად ამ ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, რომ განეიტრალება მომხდარიყო იმ უკრაინული რადიკალური და ნაცისტური იდეოლოგიის უკონტროლო სამხედრო ჯგუფების და უცხოური დაქირავებული ბოევიკების. მათი ასე ვთქვათ გაუვნებელყოფა აუცილებელი იყო, რადგან ისინი კიევის მაიდანის ანუ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ 2014 წლიდან დღემდე, უკრაინის მოსახლეობას ატერორებდნენ...

მხოლოდ დონბასსა და ლუგანსკში 8 წლის განმავლობაში კიევის რეჟიმის მიერ თავდასხმების შედეგად 15 000 მშვიდობიანი მოსახლეობა დაიხოცა. ცნობილი ფაქტია, ოდესაში მათ ფაშისტური მეთოდებით პროფკავშირის შენობაში შეიტყუეს ასამდე ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგებოდა მაიდანს და ცოცხლად დაწვეს. ამიტომ, რაც შეიძლება მალე, აუცილებელია უკრაინის განთავისუფლება ფაშისტურ-ბანდერული ბოევიკებისგან, რომლებიც ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა გამოზარდეს.

დღეისათვის უკრაინაში ქართველი ჯარისკაცებიც იბრძვიან, სხვადასხვა მიზეზით. ერთ ერთ მათგანთან, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რომელთანაც გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს":

скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions