Coloring Pages Reddit Video Downloader
 

იუსტიციის სამინისტრო რუსეთისგან კომპენსაციის მისაღებად საქმეს ამზადებს

იუსტიციის სამინისტრო რუსეთისგან კომპენსაციის მისაღებად საქმეს ამზადებს

ხელისუფლება კომპენსაციების შესახებ საქმის დასრულებას 2016 წლის სექტემბრამდე აპირებს. ევროსასამართლომ რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევა სცნო. მოსკოვში განაცხადეს, რომ დარღვევები ეხება მხოლოდ დეპორტაციას და არა გაძევებას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების საქმეებს რუსეთისგან კომპენსაციის მისაღებად სექტემბრამდე მოამზადებს. საუბარია 2006 წელს ქართველების გამოძევებაზე რუსეთიდან, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

2014 წლის ივლისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წლის სახელმწიფოთაშორის სარჩელზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევა სცნო. საქართველო რუსეთისგან 70 მლნ ევროს ოდენობის კომპენსაციას მოითხოვს. საუბარია 4,6 ათას დაზარალებულზე.

მოსკოვში განაცხადეს, რომ დარღვევები ეხება მხოლოდ უკანონო მიგრანტების დეპორტაციას და სასამართლომ საქართველოს იმ მოქალაქეების გამოძევების, რომლებიც რუსეთში კანონიერად იმყოფებოდნენ, ასევე რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის ვერც ერთი ფაქტი ვერ გამოავლინა.

2014-2015 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუკავშირდა დაზარალებულებს. მათგან 345 დათანხმდა სიაში შეყვანას, ხოლო 25-მა უარი განაცხადა. ერთ-ერთ მიზეზად მათ რუსეთში დაბრუნება დაასახელეს. ამასთან, მათ მოითხოვეს, რომ ევროსასამართლომ ისინი რეპრესიებისგან დაიცვას.

სახელობითი სიები ევროპულ სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილს გადაეცა. ამასთან, დაზარალებულებთან მუშაობა გრძელდება.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ასეულობით დაზარალებულის დოკუმენტაციაზე ამჟამადაც მუშობს, რისთვისაც საქართველოს მთავრობას ვადა 2016 წლის სექტემბრამდე აქვს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი. ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლება ამ საქმესთან დაკავშირებით უმოქმედობაში დაადანაშაულა.

საქმე ეხება 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრამდე პერიოდში რუსეთიდან ქართველების დაკავების, დაპატიმრებისა და გამოძევების ფაქტებს. ამ პერიოდში რუსეთის ხელისუფლებამ 4,6 ათასზე მეტი ბრძანება გამოსცა ქართველების გამოძევების შესახებ, აქედან 2,3 ათასი დააკავეს და იძულებით გამოაძევეს, ხოლო დანარჩენებმა ქვეყანა საკუთარი სახსრებით დატოვეს.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions