რუსული Comedy Club -ი თბილისში კონცერტს გამართავს
- 17.08.2016, 23:07,
- კულტურა / სლაიდი
- 0
რუსული იუმორისტული შოუ Comedy Club თბილისის სპორტის სასახლეში 20 აგვისტოს, 19 საათზე კონცერტს გამართავს.
Comedy Club-ის წევრებიდან გარიკ მარტიროსიანი, გარიკ ხარლამოვი, ტიმურ ბატრუტდინოვი, დემის კარიბირიდისი და ანდრეი სკოროხოდი გამოვლენ. გარდა ამისა, თბილისელ მაყურებელს თავისი იუმორით გაახალისებენ: ზურაბ მატუა, დმიტრი სოროკონი, ანდრეი ავერინი და მარინა კრავეცი, ჯგუფი United Sexy Boyz (USB), ასევე, დმიტრი გრაჩევი და ვარდან ზადოიანი.როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, თბილისელ მაყურებელს „საუკეთესო იუმორით გაჯერებული ყველაზე დიდი საზაფხულო მოვლენა — Comedy Club-ის დიდი კონცერტი“ ელოდება.
Comedy Club -ი 2003 წელს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გუნდმა „ახალი სომხები“ ჩამოაყალიბა. მათი სატელევიზიო დებიუტი 2005 წელს ტელეარხ ТНТ-ს ეთერში გაიმართა.
წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно