ახალი ესტაკადის წყალობით მოხერხდა ნანგრევების შენარჩუნება და ქალაქის ამ ნაწილის განტვირთვა.პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგენილია — პირველმა ახალ გზაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გაიარა.
პუშკინის ქუჩაზე ცალმხრივი საავტომობილო მოძრაობა 2012 წელს დაწესდა, როდესაც მიწის ქვეშ ციხესიმაგრის ნანგრევები (მე-12-მე-13 საუკუნეები) აღმოაჩინეს. ამან მძღოლებს პრობლემები შეუქმნა.
"შესრულდა ჩვენი მორიგი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც გულისხმობდა ქალაქის ამ ისტორიული ნაწილის საცობებისგან განტვირთვას. განვახორციელეთ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის პროექტი“, განაცხადა ნარმანიამ.
მერმა აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, 15-ზე მეტი ქუჩა განიტვირთება და საცობები აღარ იქნება, ხოლო მეორე მხრივ კი, შენარჩუნდა ის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც საინტერესო და მიმზიდველია ტურისტებისთვის.
ნარმანია დარწმუნებულია, რომ ესტაკადის წყალობით საცობებისგან განიტვირთება თავისუფლების მოედანი, ასევე მაჩაბლის, კოტე აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, ლესია-უკრაინკას, პუშკინის, ასევე ახლომდებარე ქუჩები.
ახალი ესტაკადა ძველი ქალაქის სტილს მიესადაგება, ასევე შენარჩუნდა ნანგრევები ესტაკადის ქვეშ.
„რაც ყველაზე მთავარია, ქალაქის ეკოლოგიურ გარემოზე პოზიტიურად აისახება. ეს პროექტი ერთ-ერთია იმ 10 პროექტიდან, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ქალაქში მოძრაობის საცობებისგან განტვირთვის მიმართულებით”, — აღნიშნა ნარმანიამ.
მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რაც ტერიტორიას კიდევ უფრო მოსახერხებელსა და მიმზიდველს გახდის.
პუშკინის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოებისთვის თბილისის მერიამ 4,4 მლნ ლარი გამოყო.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно