Coloring Pages Reddit Video Downloader
 

Scorpions -მა ქართველ მაყურებელს განსაკუთრებული ღამე აჩუქა (ვიდეო)

Scorpions -მა ქართველ მაყურებელს განსაკუთრებული ღამე აჩუქა (ვიდეო)
გერმანულმა როკ-ჯგუფმა იმღერა ურეკში კოლექტივის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსოფლიო საკონცერტო ტურნეს Return to Forever ფარგლებში.



ურეკში შაბათს ახალი საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena-ს სცენაზე ლეგენდარული გერმანული როკ-ჯგუფის Scorpions-ის კონცერტი გაიმართა.

„დიდი მადლობა. ეს ისეთი ლამაზი ადგილია- Black Sea Arena. და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენთაგანისათვის ეს ღამე განსაკუთრბული იქნება. ასე რომ დავიწყეთ!“-ასე დაიწყო თავისი კონცერტი ჯგუფის ვოკალისტმა კლაუს მაინემ. მერე ის ისევ მიესალმა მაყურებელს ქართულად და გულიანი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

Scorpions-მა ყველა თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტი შეასრულა: WInd of Change, Always Somewhere, Send Me An Angel, Rock You like a Hurricane, Big City Nights და მრავალი სხვა. ხოლო ბისზე კომპოზიცია Still Loving You იმღერა.

მუსიკოსებს მთელი დარბაზი აჰყვა.



უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკონცერტო დარბაზში გამოსული სხვა მუსიკოსებისგან განსხვავებით Scorpions-ის გამოსვლისთვის მომზადებული სცენა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. წინა კონცერტებისგან განსხვავებით Scorpions-ის კონცერტისთვის დამონტაჟდა ხუთი უზარმაზარი ეკრანი და სცენის შთამბეჭდავი, მკაფიო სა მაღალხარისხიანი ვიზუალური გაფორმება.

გარდა ამისა, კოლექტივის მოთხოვნით სპეციალურად კონცერტისათვის სცენა პოდიუმის მსგავსად მაყურებლისკენ დააგრძელეს.

როკის ლეგენდა საქართველოს ეწვია კოლექტივის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსოფლიო საკონცერტო ტურნეს Return to Forever ფარგლებში.

დარბაზიდან კონცერტს აკვირდებოდა ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად.

ამ სეზონზე Black Sea Arena-ს სცენაზე გამოვიდნენ ცნობილი ამერიკელი მომღერალი ქრისტინა აგილერა, განთქმული მევიოლინე ვანესა მეი და ქართული ანსამბლი „ერისიონი“.

ჰანოვერული ჯგუფი 1965 წელს გიტარისტმა რუდოლფ შენკერმა დააარსა. 1969 წელს მას ვოკალისტი კლაუს მაინე შეუერთდა. ჯგუფის დღევანდელ შემადგენლობაში მათ გარდა ასევე არიან: გიტარა — მატიას იაბსი, დასარტყამი ინსტრუმენტები — ჯეიმს კოტაკი, ბასი — პაველ მოლჩივოდა.

ჯგუფმა მსოფლიოს როკ-მუსიკის ისეთი ჰიტები აჩუქა, როგორიცაა Rock You Like a Hurricane ან Wind of Change, რომლებიც 100-ზე მეტ მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და ნამღერია მსოფლიოს 80 ქვეყანაში გამართულ 5000 კონცერტზე.

საკონცერტო დარბაზი Black sea arena საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუს” მიერ აშენდა, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა. საკონცერტო დარბაზთან ერთად სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი მსოფლიოს და საქართველოს ვარსკვლავების მონაწილეობით შედგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება.


წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions