ვანესა მეი: ძალიან კარგი დრო გავატარე და დიდი სურვილი მაქვს, კიდევ დავბრუნდე
- 08.08.2016, 16:29,
- კულტურა / სლაიდი
- 0
ბრიტანელი მევიოლინე ვანესა მეი ქართველი მსმენელით კმაყოფილია.
როგორც მან კონცერტის შემდეგ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოში ძალიან კარგი დრო გაატარა და სურს, ქვეყანაში კიდევ დაბრუნდეს.
„ძალიან კარგი დრო გავატარე საქართველოში. მომეწონა ბათუმი, ულამაზესი ქალაქია. შესანიშნავი ხალხი ხართ, კარგი მსმენელები. ჩემთვის ამაღელვებელი კონცერტი გამოვიდა. ძალიან კარგი დრო გავატარე და დიდი სურვილი მაქვს, კიდევ დავბრუნდე“, - განაცხადა ვანესა მეიმ.
ბრიტანელი მევიოლინე ქართველი მსმენელისთვის Black sea arena-ს სცენაზე დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში უკრავდა. დაგეგმილ საკონცერტო პროგრამას არტისტმა ნახევარი საათით გადააჭარბა მას შემდეგ, რაც შოუთი აღფრთოვანებულმა მაყურებელმა სცენაზე დაბრუნება სთხოვა.
რამდენიმე კომპოზიციის შესრულების შემდეგ, ვანესა მეიმ დაგეგმილი სცენარი დაარღვია და მსმენელებთან ჩავიდა.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно