Coloring Pages Reddit Video Downloader
 

2023-2024 სასწავლო წლისთვის რუსეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის რეგისტრაცია დაწყებულია

2023-2024 სასწავლო წლისთვის რუსეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის რეგისტრაცია დაწყებულია


2023-2024 სასწავლო წლისთვის რუსეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის რეგისტრაცია დაწყებულია


2023/24 სასწავლო წელს კვოტის ფარგლებში, ანუ უფასოდ რუსეთში განათლების მისაღებად, ძვირფასო კანდიდატებო, გაეცანით თქვენთვის საჭირო ინფორმაციას - მიმდინარე წლის 23 დეკემბერს დაიწყო კამპანია რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში 2023-2024 სასწავლო წელს მისაღები კანდიდატების შესარჩევად.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არ მქონე პირებს და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუს თანამემამულეებს (ანუ საქართველოში დროებითი ბინადრობის ან ბინადრობის მოწმობის მქონე და ვისაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 01.09.2022 წლის მდგომარეობით არ აქვთ რეგისტრირებული).

განცხადების გასაგზავნად, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებსაიტზე "განათლება რუსეთის ფედერაციაში" - https://education-in-russia.com - შეავსეთ ანკეტა და გაგზავნეთ გადამოწმებისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 23 დეკემბრიდან 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ დეტალური ინსტრუქციები - https://georgia.mid.ru/ru/kak_postupit_v_rossiyskiy_vuz_po_kvote/

საბუთების წარდგენის შესახებ კითხვებისთვის დაუკავშირდით: (+99532)2 913 264; edu-in-ru@mail.ru

ასევე, იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია, თუ როგორ გაიაროთ რეგისტრაცია ამ ვებსაიტზე: "უცხოელებისთვის რუსეთში განათლების მიღება"



დამატებითი რჩევები - აუცილებელია ყველა სვეტის შევსება და დასრულების შემდეგ, ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ველი: ფოტოსურათი აუცილებელია;

- საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილებაში გასაუბრებაზე მიწვევისას კითხვარი უნდა იყოს დაბეჭდილი;
- დოკუმენტების მთელი პაკეტი - ორიგინალები - თან უნდა იქონიოთ, მათ შორის ატესტატი, დიპლომები, სერთიფიკატები;
- შეგიძლიათ მიუთითოთ ექვსი უნივერსიტეტი, სადაც გინდათ, რომ მიიღოთ განათლება(სადაც, შეძლებისდაგვარად მათგად ერთ-ერთში ჩაირიცხებით), მაგრამ არა უმეტეს ორი ერთ ქალაქში;
- ყველა დოკუმენტაცია უნდა იყოს თარგმნილი რუსულად და ნოტარიულად დამოწმებული, შემდეგ კი დაერთოს ვებსაიტს PDF ფორმატში;
- აუცილებლად დაურთოთ მითითება მიმდინარე შეფასებებით.

მაგალითად, თუ თქვენ აბარებთ სამედიცინო ან ეკონომიკურ უნივერსიტეტში, უნდა გქონდეთ უმაღლესი ქულა შესაბამისად - ბიოლოგიაში, ქიმიასა და მათემატიკაში. გასაუბრებაზე მოემზადეთ კითხვების დასმისთვის ამ სფეროებიდან. გარდა ამისა:

- მიუთითეთ ყველა ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ - მონაწილეობა სემინარებში, ოლიმპიადებში, მასტერკლასებში, კონკურსებში, რაც მოგცემთ მეტ ბონუსს შერჩევისას;
- ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს სამედიცინო ცნობებს, რომლებიც უნდა დაერთოს კითხვარს PDF ფორმატში, მათ გარეშე კითხვარი სრულად არ არის შევსებული;
- მათთვის, ვინც ქართულ სკოლას ამთავრებს, მაგრამ თავისუფლად ფლობს რუსულს, აუცილებელია ჰქონდეს ცნობა რუსული ენის მასწავლებლისგან და სასურველია სკოლის ადმინისტრაციისგან. ხოლო ვინც საშუალო და უმაღლეს განათლებას რუსულ ენაზე ამთავრებს - მათ მხოლოდ ატესტატი ან დიპლომი სჭირდებათ;
- ყურადღება მიაქციეთ, რომ ანკეტა რეგისტრაციის შემდეგ, ექვემდებარება რედაქტირებას: მთავარია არ დაარეგისტრიროთ ის ზედიზედ რამდენჯერმე, ამან შეიძლება გამოიწვიოს საიტის სისტემაში შეფერხება;
- თუ კანდიდატს აქვს ორი მოქალაქეობა - ქართული და რუსული - გთხოვთ დაურთოთ ორივე პასპორტის სკანირება.

თუ კანდიდატს არ აქვს შესაძლებლობა პირადად დაესწროს შესარჩევ ტესტებს, მაგალითად, კანდიდატი ამ პერიოდში არ იმყოფება ქვეყანაში, ამ შემთხვევაში აუცილებელია განაცხადის გაგზავნა საქართველოში არსებულ რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელთან, დისტანციური გასაუბრების შესაძლებლობის მოთხოვნით.

2023-2024 სასწავლო წლისთვის რუსეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის რეგისტრაცია დაწყებულია
скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions