Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ისრაელის მოქალაქეები რუსულ პენსიებს მიიღებენ

ისრაელის მოქალაქეები რუსულ პენსიებს მიიღებენ

2016 წლის 7 ივნისს, მოსკოვში, კრემლში, ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის პირველი პირების- ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაცია ვალდებულებას იღებს ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ რუსეთის ფედერაციაში, მათ შორის საბჭოთა კავშირის პერიოდში, გადაუხადოს ფიქსირებული პენსია. შეთანხმება ძალაში შევა მომავალ წელს და პენსიონერები, რომლებიც მუდმივსაცხოვრებლად რუსეთიდან ისრაელში გადავიდნენ რუსულ პენსიებს მიიღებენ.


თუმცა ადგილი ექნება გარკვეულ შეძღუდვებს, კერძოდ შეთანხმება ეხება 1992 წლამდე ემიგრირებულებს და ანაზღაურებული იქნება სტაჟი, რომელიც საბჭოთა კავშირში ცხოვრების დროს გამოიმუშავეს. აგრეთვე, მათ არ შეეხებათ სხვადასხვა დანამატები (ფიქსირებული გადახდები და ვალორიზაციები), რომლებითაც რუსეთის მოქალაქეები სარგებლობენ.

რუსულ პენსიებს მიიღებს დაახლოებით 100 000 ისრაელის მოქალაქე. რუსეთის ბიუჯეტიდან ამ მიზნებისთვის გამოიყოფა დაახლოებით 5.4 მილიარდი რუსული რუბლი.

ისრაელთან შეთანხმება არ წარმოადგენს ექსკლუზივს, მსგავსი შეთანხმებები არსებობს სხვა ქვეყნებთანაც, ეს ქვეყნებია: ჩეხია, რუმინეთი, უნგრეთი, მონღოლეთი, სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკები, სულ 20 ქვეყანასთან და საქართველო მათ შორის რათქმაუნდა არ არის.

„ასევე , პენსიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც გაიცემა, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთში და პენსიაზე საკუთარ ქვეყნებში გავიდნენ, იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყანებს რუსეთთან ურთიერთსაპენსიო უზრუნველყოფაზე შეთანხმება აქვთ დადებული “,- განმარტავენ რუსეთის საპენსიო ფონდის პრეს-ცენტრში.

შარშან, ამ ტიპის შეთანხმებებით რუსეთის საპენსიო ფონდის გადახდებმა შეადგინა 3,1 მილიარდ რუსული რუბლი. ეს თანხა გადანაწილდა 40 500 უცხოელ პენსიონერზე.

скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions