“მონურ პირობებში ვმუშაობთ, ჩინელი კი მოკვლით გვემუქრება “- ხარაგაულში ასამდე მუშა სამუშაო პირობებს აპროტესტებს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის მიერ დასაქმებული ასამდე მუშა გაიფიცა.დასაქმებულებს პრეტენზიები სამუშაო პირობებთან დაკავშირებით აქვთ. გარდა ამისა, გაფიცულების თქმით, კომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი უმიზეზოდ გაათავისუფლეს.
,,ასამდე ადამიანი მონურ პირობებში ვმუშაობთ. ხმის ამოღების უფლებაც არა გვაქვს. პრეტენზია რომ გამოვთქვათ სამსახურიდან დათხოვნით გვემუქრებიან. გუშინ რაღაც ვუთხარი ჩინელ უფროსს, არ მოეწონა და ალმატურით მომზდევდა. იქნებ ვინმე მოგვეშველოს და დაინტერესდეს რა პირობებში გვიწევს მუშაობა. საშინელი მტვერი და აუტანელი სიცხე არის ჩვენი ყოველდღიურობა,-” განაცხადა მშენებლობაზე დასაქმებულმა მინდია ოკრიბელაშვილმა.
როგორც გაფიცული მუშები განმარტავენ, გაუმართავი სამუშაო ტექნიკის გამო ხშირად ირღვევა უსაფრთხოების ზომებიც.
ცნობისთვის, ხარაგაულში, კერძოდ, ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალ სარკინიგზო მაგისტრალზე ჩინური კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” გვირაბს აშენებს.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно