„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი
ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ დღეს, 10 აგვისტოს ძალაში შედის პარლამენტის მიერ 22 ივნისს მიღებული
იუვენალური იუსტიცია.-„დღეს, 10 აგვისტოს ძალაში შედის პარლამენტის მიერ 22 ივნისს მიღებული “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ (იუვენალური იუსტიცია!!!) კანონში ცვლილება, რომლის მიხედვით, სოციალურ მუშაკს ერთპიროვნულად მიენიჭა უფლებამოსილება ძალადობის შემთხვევაში მშობელს შვილი ჩამოართვას!!!
შეგახსენებთ, რომ რომ კანონის მიხედვით ბავშვის ჩამორთმევის საფუძველია ძალადობა, ხოლო კანონში ძალადობის ერთ- ერთი სახეა უგულვებელყოფა!
უგულვებელყოფა კანონში განიმარტება შემდეგნაირად:
„მშობლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა”.
ანუ ბავშვის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს მაგალითად: ბავშვის არაკალორიული საკვებით კვება, თბილი ტანსაცმლის არქონა, ბავშვის ვირუსული ინფექციით დაავადება და ა. შ.“
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно