Coloring Pages Reddit Video Downloader
 

”სოციალისტური საქართველოს” წევრს სასამართლომ 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა

”სოციალისტური საქართველოს” წევრს სასამართლომ 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა

თელავში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ”სოციალისტური საქართველოს” წევრ თემურ ფიფიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით,ფიფიას 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა.


პროკურორი ჟურნალისტის ცემაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

თელავში გამართულ სასამართლო სხდომას სახალხო მოძრაობა ”სოციალისტური საქართველოს” დამფუძნებლები და მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ თემურ ფიფიამ განაცხადა, ის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, ვინაიდან სასამართლო მხოლოდ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავს. საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს ჩაინიშნა.

კახეთში ”სოციალისტური საქართველოს” დამფუძნებელ ყრილობაზე ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. სახალხო მოძრაობის წევრმა თემურ ფიფიამ ჟურნალისტს ყრილობაზე შესვლის უფლება არ მისცა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

წყაროскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions