საქართველოში 140 კგ-ზე მეტი ჰეროინის შემოტანა აღიკვეთა
- 15.08.2016, 22:54,
- სამართალი / სლაიდი
- 0
აზერბაიჯანელი მებაჟეები ირწმუნებიან, რომ ნარკოტიკების შეტანას საქართველოს გავლით უკრაინაში აპირებდნენ.აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა სატვირთო ავტომობილის სამალავში 141,1 კგ ჰეროინი აღმოაჩინეს, რომელიც ირანიდან უკრაინაში გადაჰქონდათ საქართველოს გავლით, აღნიშნულია აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
DAF-ის მარკის სატვირთო ავტომობილი ტაჯიკეთის მოქალაქე მუჰამედემინ ისმაილოვს ეკუთვნის. ის აზერბაიჯანი-ირანის საზღვარზე, ქალაქ ასტარაში გააჩერეს.
მიმდინარეობს გამოძიება. დამნაშავეს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.აგვისტოში საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის ინტენსიფიკაციას ითვალისწინებს. დოკუმენტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ბაქოში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно