Coloring Pages Reddit Video Downloader
 

რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს

რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს


რუსეთის, ირანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა, ჰასან როუჰანიმ და ილჰამ ალიევმა ბაქოს სამმხრივი სამიტის შედეგად ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები უნდა დაუპირისპირდნენ ტერორიზმს, ექსტრემიზმს, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულებს, იარაღის უკანონო ბრუნვას, ნარკოტიკურ საშუალებებს, ადამიანებით ვაჭრობას და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში დანაშაულებს.

გარდა ამისა, მხარეები აღიარებენ, რომ რეგიონში დაურეგულირებელი კონფლიქტები რეგიონალური თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან წინააღმდეგობას წარმოადგენს და საერთაშორისო პრინციპებისა და სამართლის ნორმების საფუძველზე მათი დარეგულირების მნიშვნელობას აღნიშნავენ.

"მხარეები გააგრძელებენ თანასწორუფლებიანი და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას, ასევე გააღრმავებენ და გააფართოებენ პოლიტიკურ დიალოგს სხვადასხვა საკითხებში, რომელიც ყველა მხარის ინტერესებშია", - აღნიშნულია დეკლარაციაში.

წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions