Coloring Pages Reddit Video Downloader
 

სასამართლომ ირაკლი კერესელიძის მიმართ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო

დღეს უკანონოდ დაკავებული ადვოკატის ირაკლი კერესელიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

ბრალდებულის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით,მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა ირაკლი კერესელიძის მიმართ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და უსაფუძვლოდ მოხდა პატიმრობის შეფარდება,რაზეც აუცილებლად მოხდება გასაჩივრება თბილისის საპელაციო სასამართლოში და თუ ამას რეაგირება არ მოყვა,ამის შემდეგ სტრასბურგის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლოში შეიტანენ სარჩელს.

ირაკლი კერესელიძის მეუღლემ ქეთი ხომერიკმა განაცხადა,რომ მოსამართლემ პროკურორების დაუსაბუთებელი ბრალის წაყენების საფუძველზე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება,რაც პოლიტიკური დაკვეთა და ოჯახის დევნაა,რადგან ეს ფაქტი უკავშირდება ვლადიმერ ხომერიკის მიერ პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილსადმი მიმართვას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით.რაზეც ვლადიმერ ხომერიკმა მიზეზის დასაბუთების გარეშე უარი მიიღო,ხოლო ირაკლი კერესელიძე ვლადიმერ ხომერიკის წარმომადგენელი იყო და ამიტომ განხორციელდა მასზე სამართლებრივი დევნა.



скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions